მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ მომხმარებლებს სთვაზობს მაღალი ხარისხის ლაბორატორიულ მომსახურებას, რაც ეფუძნება პერსონალის პროფესიონალიზმს და მათ მრავალწლიან გამოცდილებას,ულტრა თანამედროვე აპარატურას და კვლევის უახლეს მეთოდებს.
 ლაბორატორია მუდმივად ცდილობს უზრუნველყოს თავისი საქმიანობა ისე, რომ მომსახურება და პროდუქტები შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს ,როგორც ფასის ისე ხარისხის მხრივ.
სწორმა და მიზანმიმართულმა მენეჯმენტმა მისცა ლაბორატორიას საშუალება შეეძინა უამრავი მადლიერი პაციენტი და 60 -ზე მეტი პარტნიორი კლინიკა თბილისსა და მის შემოგარენში

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “- არის გერმანული ხარისხის სერთიფიცირებული ლაბორატორია,იგი გთვაზობთ 200 ზე მეტი სახეობის გამოკვლევას დიაგნოსტიკის შემდეგ დარგებში:
მიკრობიოლოგია,ბაქტერიოლოგია,ბიოქიმია,ჰემატოლოგია,იმუნოლოგია,

ციტოლოგია, კოაგულოლოგია,სეროლოგია.
ჩვენი ლაბორატორია სარგებლობს მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული და ნახევრად ავტომატიზირებული ანალიზატორებით.

მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები არის ზუსტი შედეგების გარანტია.

დღესდღეობით მედიცინის განვითარების ამ ეტაპზე განსაკუთრებით გამკაცრებულია მოთხოვნები ლაბორატორიული კვლევების ხარისხისადმი. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ანალიზების სიზუსტე, ლაბორატორიაში სხვა ღონისძიებებთან ერთად საჭიროა ჩატარდეს ხარისხის კონტროლი.
ჩვენ სისტემატიურად ვიღებთ მონაწილეობას როგორც გარე,ასევე შიდა ხარისხის კონტროლის პროგრამაში.
ანალიზების სიზუსტის უზრუნველყოფაში გვეხმარება RfB (Referenzinstitut für Bioanalytik) გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუიტი.
რაც შეეხება შიდა ხარისხის კონტროლს ჩვენს ლაბორატორიაში ტარდება ყოველდღიურად, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
სიზუსტე და ხარსიხსი ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია.