ვიცოდეთ და ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე
ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა,იგი ორ უმნიშვნელოვანესს ჰორმონს, ტრიოდთირონინსა და თიროქსინს გამოიმუშავებს,მათ T3-ით და T4 -ით ღნიშნავენ და ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესაფასებლად მეტად ინფორმაციულია.
ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესაფასებლად ასევე გვეხმარება თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში,რომელიც აღინიშნება TSH-ით იგი ჰიპოფიზში (თავის ტვინში) გამოიყოფა და ყველა სახის ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს, რაც საბოლოდ ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ზემოქმედებით აქტიურდება ნახშირწყლოვანი ცვლა,მისი ზეგავლენით საგრძნობლად აქტიურდება, ცხიმების სინთეზი და დაშლა.
ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევის შემთხვევაში ადამიანი წონაში იკლებს ან იმატებს.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცილების ცვლაზეც, ,ისინი არამარტო ფიზიკურ არამედ ფსიქიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი.
მათი ნაკლებობის დროს ბავშვები თანატოლებს ჩამორჩებიან გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში.ზრდასრული ადამიანი კი ჰორმონების დეფიციტის დროს მეხსიერების გაუარესებასა და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას აღნიშნავს.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას
ჰიპოთირეოზი ,ფუნქციის სიჭარბეს კი
ჰიპერთირეოზი ეწოდება.
ჰიპერთირეოზი (მომატებული ფუნქცია) დროს აღინიშნება
• წინაში უმიზეზო კლება;
• მომატებული აგზნებადობა;
• ჭარბი ოფლიანობა;
• გულის ფრიალი;
• ნაწლავთა გახშირებული მოქმედება;
• ხელის თითების კანკალი;
• სხეულის კანი შეხებით თბილი და ნოტიოა;
• მატულობს არტერიული წნევა და აღინიშნება ტაქიკარდია;
ჰიპოთირეოზის (ფუნქციის უკმარისობა )დროს აღინიშნება ;
• დეპრესია,მოდუნება,ადინამია;
• წონის აუხსნელი მატება;
• ყაბზობა;
• კანის სიმშრალე;
• განსაკუთრებით ქუსლების და იდაყვების არეში;
• მცივანობა;
• მეხსიერების დაქვეითება;
• თმის ცვენა ფრჩხილების განშრევება და მტვრევადობა;
• დაბალი არტერიული წნევა;
• მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
• შრომისუნარიანობის დაქვეითება;
თუ ზევით ჩამოთვლილთაგან რამოდენიმე მათგანი აგეეღნიშნებათ აუცილებელია შეფასდეს ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა ჰორმონებისა და ანტისხეულების განსაზღვრით.
• FT3 , FT4 ,TSH, Anti TPO და სხვა.
ენდეთ ჩვენს ლაბორატორიას !!
გამოიძახე ლაბორატორია სახლში;
მიიღე პასუხები ელ. ფოსტაზე უმეკლეს დროში;
გადაიხადე ნაკლები ვიდრე სხვაგან ;
მედიქალ ვორლდში ხარსხი ფასზე ბევრად მაღალია..
მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით:
+995 32 2 180 280
ან გვეწვიეთ მისამართზე : მირიან მეფის 11ბ