კატეგორიის გარეშეPCR კვლევა

ოქტომბერი 7, 2020by admin0
https://mlab.ge/wp-content/uploads/2020/10/116219319_610344579881561_5184727651968857255_n-1.png

მნიშვნელოვანი სიახლე მედიქალ ვორლდის ლაბორატორიაში ‼️
ლაბორატორიამ მომსახურებებს დაამატა ახალი მიმართულება ✅
📍 PCR ლაბორატორია – მოლეკულური დიაგნოსტიკა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით,
რომლის საშულებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების ზუსტი და ადრეული დიაგნოსტიკა.
ამ მეთოდის უპირატესობა მისი მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიურობაა
უფრო გასაგებად რომ განვმარტოთ PCR(პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია)-დიაგნოსტიკა ეს არის ადამიანის გენეტიკური მასალის (დნმ/DNA და რნმ/RNA) კვლევაზე დამყარებული
მრავალრიცხოვანი ინფექციების დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტის მეთოდი.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე გამოიყენება სისხლი, ნერწყვი, ნახველი,
სასქესო ორგანოების გამონაყოფები და სხვა ბიოლოგიური მასალა.
PCR-დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა განისაზღვროს დაავადების გამომწვევი
პათოგენის არსებობა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში აღმოაჩინოს ვირუსებისა და
ბაქტერიების ერთეული უჯრედებიც კი.

📍 ჩვენთან უკვე შესაძლებელია COVID -19 -ზე კვლევა PCR (ე.წ ოქროს ) მეთოდით ბინაზე გამოძახებით .
• თუ გეგმავთ მოგზაურობას ;
• თუ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ;
• თუ გქონდათ რაიმე სახის შემხებლობა ინფიცირებულთან ;
• თუ გსურთ გაიგოთ ხართ თუ არა ვირუსული ნიფექციის COVID -19 მატარებელი ;
• თუ გაქვთ საეჭვო სიმპტომები ხველა და ცხელება ;
მაშინ დაგვიკავირდით – 2 180 280
ჩანიშნეთ გამოძახება და შეიტყვეთ პასუხი 24 საათში ელ. ფოსტის საშუალებით .
კვლევის ღირებულება შეადგენს 130 ლარს.
ბინაზე გამოძახება უფასოა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ka_GEGeorgian
ka_GEGeorgian