ჩვენს შესახებ

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია, კომპანია მედიქალ ვორლდის, რომელიც 2003 წლიდან ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობისა და დანაგარების იმპორტს,  ბაზაზე დაფუძნებული ლაბორატორიაა და 2017 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის ლაბორატორიულ სერვისს.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “- გერმანული ხარისხის სერთიფიცირებული ლაბორატორიაა, რომელიც საქართველოს 9 ქალაქში წარმოდგენილი 14 ფილიალიალით პაციენტებს 200-ზე მეტი სახეობის გამოკვლევას სთავაზობს დიაგნოსტიკის შემდეგ დარგებში: PCR მოლეკულური ლაბორატორია, ჰემატოლოგია, ბიოქიმია, იმუნოლოგია, კოაგულოლოგია, ბაქტერიოლოგია, სეროლოგია, ციტოლოგია.

ლაბორატორია ჩართულია covid-19 სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება, როგორც ოქროს სტანდარტად აღიარებული, PCR მოლეკულური კვლევა, ასევე სწრაფი ტესტებით უზრუნველყოფა.

ლაბორატორიის მოქნილობა და მობილურობა ჩვენი მთავარი დანიშნულებაა. ამიტომაც, გარდა ფილიალებისა, სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილზე გამოძახების უფასო სერვისით სარგებლობის შემთხვევაში.

ლაბორატორია აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ავტომატიზირებული და ნახევრად ავტომატიზირებული ანალიზატორებით და რეაგენტებით. საუკეთესო აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალი უზრუნველჰყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს უმოკლეს დროში.

ანალიზების სიზუსტეს და ხარისხს უზრუნველჰყოფს Rfb (Referenzinstitut für Bioanalytik), გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუტი.