სიახლეები

ანალიზატორილაბორატორიული პროცესები: ნიმუშის ჩაბარებიდან შედეგის მიღებამდე

მოგესალმებით მედიქალ ვორლდის ლაბორატორიიდან, დღეს მინდა მოგიყვეთ ლაბორატორიული პროცესების შესახებ ნიმუშის ჩაბარებიდან შედეგის მიღებამდე, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რომ ნიმუშის აღებამდე აუცილებელია პაციენტის მომზადება, ანუ პრე ანალიტიკური წესების დაცვა, რაშიც იგულისხმება: უზმოდ ყოფნა, ფიზიკური აქტივობებისგან თავის შეკავება, 8-16 საათიანი დიეტის დაცვა, სისხლის აღება დილით კონკრეტულ საათამდე 9-10სთ-მდე. ასევე სასურველია ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებმა, თავი შეიკავონ მედიკამენტის […]
განაგრძე კითხვა

ცე-პეპტიდი

ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებულების რიცხვი დღითიდღე მატულობს, ამიტომ აქტუალურია ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ტარდება პრედიაბეტის, დიაბეტის, მისი ფარული ფორმის გამოვლინებისა და დროული მკურნალობის მიზნით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევაა ანალიზი ცე-პეპტიდზე. იგი ხშირად კეთდება გლიკოზირებულ ჰემოგლობინთან ერთად. ცე-პეპტიდი არის ფრაგმენტი, რომელიც წარმოიშობა პროინსულინის გახლეჩვის შედეგად მისგან ინსულინის გამოყოფის დროს. მისი კონცენტრაცია სისხლში ზუსტად ასახავს ორგანიზმის მიერ […]
განაგრძე კითხვა

ჰომოცისტეინი

ჰომოცისტეინი არის ამინომჟავა, რომელიც უჯრედების რეგენერაციაში და სინთეზში მონაწილეობს. იგი საკვებთან ერთად არ ხვდება ორგანიზმში და სინთეზდება მეთიონინისაგან და ვიტამინების В6, В12 და ფოლიუმის მჟავის და ფერმენტების დახმარებით შეიძლება გარდაიქმნას ისევ მეთიონინად და ცისტეინად.  ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთის დეფიციტის ან გენეტიკური პათოლოგიის (ჰომოცისტეინურია) შემთხვევაში სისხლში ჰომოცისტეინის დონე  მატულობს. ჰომოცისტეინის მაღალი დონე სავარაუდოდ მიუთითებს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიაზე, მოსალოდნელ […]
განაგრძე კითხვა

ჭარბი წონა, სიმსუქნე და მათი გართულებები

ჭარბი წონა თანამედროვეობის აქტუალური პრობლემაა –  მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია არასწორი კვება და ფიზიკური დატვირთვის არარსებობა. სიმსუქნის მიზეზები: არასწორი კვების რეჟიმი სტრესი გენეტიკური განწყობა ქრონიკული და ენდოკრინოლოგიური დაავადებები ჭარბი წონა ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს, როგორიცაა: დიაბეტი გულის უკმარისობა ცხიმოვანი ჰეპატოზი ოსტეოართრიტი ჭარბი წონის მნიშვნელოვანი გართულებები:   შაქრიანი დიაბეტი შარდის შეუკავებლობა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა გულის დაავადებები ძილის […]
განაგრძე კითხვა

ინფექციური მონონუკლეოზი

ინფექციური მონონუკლეოზი საკმაოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჰერპეს ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. დაავადების გავრცელების გზები: ჰაერწვეთოვანი კონტაქტური ავადდებიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. დამახასიათებელი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა (გრძელდება 1 კვირაზე მეტხანს) ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება ლაქოვანი გამონაყარი პირის ღრუში ლიმფური კვანძების გადიდება კისრისა და საზარდულის მიდამოში საერთო სისუსტე ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში თუკი თქვენ ან […]
განაგრძე კითხვა

D ვიტამინი

D ვიტამინის მთავარი როლი არის ადამინის ორგანიზმში კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის დონის რეგულირება სისხლში, რაც თავის მხრივ აუცილებელია კბილების და ძვლების სწორი ზრდისთვის , ფორმირებისთვის, იმუნური სისტემის რეგულირებისთვის. ამ ვიტამინის ნაკლებობის დროს პაციენტი უჩივის: დაღლილობას ენერგიის დაქვეითებას კუნთების ტკივილს თმის ცვენას უქვეითდება იმუნური სისტემა შფოთვები D ვიტამინის წარმოქმნა ხდება ორი გზით. ის წარმოქმნება, როგორც მზის […]
განაგრძე კითხვა

ალერგია

ალერგია არის ჩვენი სხეულის რეაქცია ჩეულებრივ უვნებელ ნივთიერებაზე. მისი სიმპტომები მერყეობს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე. იმ შემთხვევაში თუ მშობლებს აღენიშნებათ ალერგია შვილებში ალერგიის განვითარების რისკი უფრო მაღალია. ალერგიის გამომწვევი მიზეზები: კვებითი შინაური ცხოველების ბეწვი მტვრის ტკიპა ობის სოკო მწერის ნაკბენი სეზონური (გაზაფხული, შემოდგომა) მედიკამენტოზური ქიმიური საღებავები/საშუალებები კვებითი ალერგია ვითარდება მაშინ, როდესაც ჩვენი სხეული ათავისუფლებს სპეციფიურ ანტისხეულს […]
განაგრძე კითხვა

არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ და მყარ მატებას. ის არის ქრონიკული დაავადება. არტერიული ჰიპერტენზიის დროს პაციენტები ძირითადად უჩივიან: თავის ტკივილს თავბრუსხვევას სუნთქვის გაძნელებას ზოგჯერ შეიძლება ცხვირიდან სისხლდენა მხედველობის გაუარესება არტერიული წნევის გამომწვევი მიზეზი მრავალია,მათ შორის ჭარბი წონა არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ჭარბი რაოდენობით მარილის მიღება გადაღლა სტრესი თამბაქოს მოხმარება გენეტიკა თირკმლების ქრონიკული […]
განაგრძე კითხვა

TSH თირეოტროპული ჰორმონი

ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა პეპლის ფორმის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს კისრის წინა მხარეს, კანის ქვეშ. ჩვენს ტვინში არსებული ჯირკვალი ჰიპოფიზი გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. TSH-ის ჰორმონი პასუხისმგებელია გულის და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციების გამართულ მუშაობაში. TSH-ის დაბალი მაჩენებლის დროს განვითარებული სიმპტომებია: • სწრაფი გულისცემა • კანკალი • შფოთვის შეგრძნება • მადის მომატების ფონზე, […]
განაგრძე კითხვა

ვიტამინები და მათი დეფიციტი

D ვიტამინის დეფიციტი ანუ ჰიპოვიტამინოზი. არსებობს დეფიციტის კიდევ უფრო მწვავე ფორმა — ავიტამინოზი, რომელიც ერთი ან რამდენიმე ვიტამინის პრაქტიკულად არ არსებობას ნიშნავს. ის, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს. რას იწვევს ვიტამინების ნაკლებობა? ვიტამინების ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. რა თქმა უნდა, დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს არა მხოლოდ წელიწადის კონკრეტულ დროს, არამედ სხვადასხვა დაავადებებისას. რესპირატორული ინფექციების გადატანისას რიგი […]
განაგრძე კითხვა
Cart