სამედიცინო გამოფენა MEDICA Dusseldorf 2023, გერმანია

„მედიქალ ვორლდის“ გუნდი 14-17 ნოემბერს დიუსელდორფში, გერმანიაში გამართულ სამედიცინო გამოფენას, MEDICA Dusseldorf 2023-ს დაესწრო. MEDICA Dusseldorf არის ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო გამოფენა მსოფლიოში,სადაც წარმოდგენილია ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრი სამედიცინო, ლაბორატორიული ტექნოლოგიების, დიაგნოსტიკის,  ფიზიოთერაპიის,ორთოპედიული ტექნოლოგიებისა და სამედიცინო სახარჯო მასალების სფეროებიდან. აღნიშნული გამოფენის სპეციალური შოუების ვრცელი პროგრამა, იძლევა საინტერესო პრეზენტაციებისა და დისკუსიების შესაძლებლობას  როგორც ექსპერტებთან ასევე  დარგის სპეციალისტებთან რაც ძალზედ მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის. ჩვენი გუნდი გამოფენაზე ინოვაციურ სამედიცინო აღჭურვილობასა და სიახლეებს გაეცნო, რომლის საქართველოში შემოტანას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ.
Cart