ლაბორატორია
ადგილზე
ლაბორატორიული სერვისები
მოლეკულური ლაბორატორია
ლაბორატორია გამოძახებით
ჩვენი გუნდი
Medical World-ის ლაბორატორია
Medical World-ის ლაბორატორია, რომელიც 2017 წელს კომპანია „მედიქალ ვორლდის“ ბაზაზე დაარსდა, წარმოადგენს ISO 15189-ის აკრედიტაციის მქონე თანამედროვე ლაბორატორიას, აღჭურვილს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების უმაღლესი ხარისხის ავტომატიზებული ანალიზატორებითა და სანდო რეაგენტებით.
პაციენტებს ვთავაზობთ 1000-ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ კვლევას შემდეგ მიმართულებებში: ჰემატოლოგია, ბიოქიმია, იმუნოლოგია, სეროლოგია, ბაქტერიოლოგია, ციტოლოგია და მოლეკულური დიაგნოსტიკა.
მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის მთავარი მახასიათებელია მოქნილობა და მობილობა – მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც ჩვენს ფილიალებში, ასევე ადგილზე გამოძახების უფასო სერვისით ქვეყნის მასშტაბით.
მულტიპროფილური ლაბორატორია
PCR მოლეკულური ლაბორატორია
ინფექციების და გენეტიკური მარკერების ზუსტი გამოვლენა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით.
ციტოლოგია
უჯრედული მასალის მიკროსკოპული კვლევა, მათ შორის PAP ტესტი – დაავადებების ადრეული გამოვლენისთვის.
ბიოქიმია
ღვიძლის, თირკმლის, ლიპიდური ცვლის და სხვა ორგანოების ფუნქციის შეფასება სისხლის ანალიზით.
იმუნოლოგია
ჰორმონების, სიმსივნური მარკერების და იმუნური სისტემის მაჩვენებლების განსაზღვრა.
სეროლოგია
ინფექციების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა – ჰეპატიტები, აივ, სიფილისი და სხვა.
ჰემატოლოგია
სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფი, რეზუს-ფაქტორი და სხვა ჰემატოლოგიური კვლევები.

