სიახლეები

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

ყოველ წლეს 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.  ამ დღის მთავარი მიზანი სინდორმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ ადამიანების სოციუმში  ინტეგრაციაა. დაუნის სინდრომი: რა არის? მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველ წელს დაახლოებით 3000-5000 ბავშვი იბადება დაუნის სინდრომით. ეს არ არის მემკვიდრეობითი და არც გადამდები. იგი ვლინდება როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში, თანაბარი სიხშირით. დაუნის სინდრომი […]
განაგრძე კითხვა

13 მარტი – თირკმლის მსოფლიო დღე

2025 წელს თირკმლის მსოფლიო დღე 13 მარტს აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება თირკმლის დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის შესახებ. თირკმლის დაავადებებით მსოფლიოში 850 მილიონი ადამიანი ფიქსირდება, წელიწადში 2.4 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს და სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის მე-6 ადგილს იკავებს. მიუხედავად ამ სტატისტიკისა, დაავადებული ადამიანებიდან 10-დან 9-ს არ აქვს ინფორმაცია  ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. თირკმლის ქრონიკული […]
განაგრძე კითხვა

თრომბოფილია

თრომბოფილია არის მიდრეკილება სხვადასხვა ადგილის მორეციდივე სისხლძარღვთა თრომბოზის (ძირითადად ვენური) განვითარებისადმი. დაავადება გამოწვეულია სისხლის უჯრედების გენეტიკური ან შეძენილი პათოლოგიით ან სისხლის კოაგულაციის სისტემის დეფექტებით. კლინიკურად თრომბოფილია ვლინდება სხვადასხვა მდებარეობის მრავლობითი თრომბოზებით. პაციენტის ისტორიაში განმეორებითმა თრომბოზმა უნდა დააეჭვოს  ექიმი თრომბოფილიის არსებობაზე, რაც შეიძლება დადასტურდეს სისხლისა და კოაგულაციის ტესტებით. ანალიზები უნდა გაკეთდეს, თუ: არის თრომბოზი (სისხლძარღვის ბლოკირება […]
განაგრძე კითხვა

ტყიბულში საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნა

საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიამ“ მე-14 ფილიალი ტყიბულში გახსნა. ფილიალმა ფუნქციონირება კ. გამსახურდიას ქ. №21-ში დაიწყო. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა „ლიდერი ფარმა +“-ის მეორე აფთიაქი, რომელიც ტყიბულის მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება. ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიამ“ ადგილობრივ მოსახლეობას ერთდღიან აქცია […]
განაგრძე კითხვა

რაჭაში „ონლაინ კლინიკისა“ და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ერთობლივი აქციით 100-ზე მეტმა პირმა ისარგებლა

რაჭაში „ონლაინ კლინიკისა“ და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ერთობლივი აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ რამდენიმე პროფილის ექიმთან კონსულტაცია უფასოდ გაევლოთ, ლაბორატორიული კვლევები კი სპეციალურ ფასად ჩაეტარებინათ. ორდღიანი აქციის ინიციატორი „ონლაინ კლინიკა“ იყო, მხარდამჭერი კი „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“. კომპანიების შეთავაზებით 100-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში ონისა და ამბროლაურის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრებში უფასო […]
განაგრძე კითხვა

ექიმებთან კონსულტაცია უფასოდ, ლაბორატორიული კვლევები კი 50%-მდე ფასდაკლებით – სპეციალური აქცია რაჭაში

„ონლაინ კლინიკის“ ინიციატივითა და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ მხარდაჭერით, რაჭის მოსახლეობა სპეციალური აქციით ისარგებლებს. კერძოდ, 3 და 4 ივლისს, ონისა და ამბროლაურის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრებში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ „ონლაინ კლინიკის“ ექიმები: ნინო კაკაბაძე – ინფექციონისტი; თამარ გვენცაძე – ბავშვთა ფსიქოლოგი; თინათინ ობოლაძე – ალერგოლოგ-იმუნოლოგი. „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ონისა და ამბროლაურის მოსახლეობისთვის, ლაბორატორიული კვლევების სრულ […]
განაგრძე კითხვა

„ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრისა“ და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ერთობლივი აქცია ქედაში

აჭარის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 29 ივნისს, ქედაში ერთდღიანი აქცია გაიმართა, რომლის ინიციატორი „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ იყო, მხარდამჭერი კი „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“. აქციის ფარგლებში 0-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ყველა პირისთვის უფასო კონსულტაციები ჩაატარეს „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის“ შემდეგი პროფილის ექიმებმა: ნევროლოგმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ლოგოპედმა და […]
განაგრძე კითხვა

აქცია ბავშვებისთვის მაღალმთიან აჭარაში – ექიმებთან კონსულტაცია და გამოკვლევები უფასოდ

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს ოთხი პროფილის ექიმთან კონსულტაცია, თავის ტვინის ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევა და სამი სახის ლაბორატორიული კვლევა უფასოდ ჩაუტარდებათ. „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის“ ინიციატივითა და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ მხარდაჭერით, 29 ივნისს, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ერთდღიანი აქციით ისარგებლებს. კერძოდ, 0-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ყველა პირისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ შემდეგი პროფილის ექიმები: ნევროლოგი, კლინიკური ფსიქოლოგი, […]
განაგრძე კითხვა

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორიამ“, გენეტიკურ კვლევებზე, ბათუმში კონფერენცია ჩაატარა

გენეტიკური დაავადებების თანამედროვე მიდგომებით დიაგნოსტირება ერთ–ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო სამედიცინო კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ჩატარდა. კონფერენცია თემაზე – „გენეტიკური კვლევები პერსონალიზებულ მედიცინაში“ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას 100–მდე ქართველი ექიმი დაესწრო. მომხსენებლები იყვნენ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიისა“ და ანკარის ერთ–ერთი წამყვანი ლაბორატორია „ინტერგენის“ ექიმი გენეტიკოსები. „ცნობილია, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს ადრეულ სტადიაზე სიმპტომები და […]
განაგრძე კითხვა

მესტიაში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნა

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გაფართოებას განაგრძობს. ბრიტანული ხარისხის სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ 29 მარტს დაბა მესტიაში ლაბორატორიის ფილიალი გახსნა. ინვესტიციის მოცულობა 20 000 ლარია. „მესტიაში, ისევე, როგორც სხვა მაღალმთიან რეგიონებში, სამედიცინო სერვისების ნაკლებობაა. ჩვენი ფილიალის გახსნის შედეგად, მოსახლეობას ყველა სახის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ადგილზევე შეუძლია. […]
განაგრძე კითხვა
Cart