ყველაფერი კალციუმის შესახებ
პირველი, რასთანაც კალციუმი ასოცირდება, ძვლები და მათი სიმტკიცეა. მართლაც, სწორედ ამ ელემენტის წყალობით დავდივართ, დავრბივართ, ვეზიდებით ტვირთს… კალციუმს, ძვლების სიმტკიცის შენარჩუნების გარდა, სხვა დანიშნულებას აქვს. ის პასუხისმგებელია სისხლძარღვების შეკუმშვასა და გაფართოებაზე, კუნთების შეკუმშვაზე, სისხლის შედედებაზე, ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ჰორმონების სეკრეციაზე. თუმცა, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესასრულებლად, ადამიანის ორგანიზმს, მასში არსებული კალციუმის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 1% სჭირდება. დანარჩენი 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი და მათი სტრუქტურის შენარჩუნებაზე ზრუნავს. […]