სიახლეები

რაჭაში „ონლაინ კლინიკისა“ და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ერთობლივი აქციით 100-ზე მეტმა პირმა ისარგებლა

რაჭაში „ონლაინ კლინიკისა“ და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ერთობლივი აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ რამდენიმე პროფილის ექიმთან კონსულტაცია უფასოდ გაევლოთ, ლაბორატორიული კვლევები კი სპეციალურ ფასად ჩაეტარებინათ. ორდღიანი აქციის ინიციატორი „ონლაინ კლინიკა“ იყო, მხარდამჭერი კი „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“. კომპანიების შეთავაზებით 100-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში ონისა და ამბროლაურის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრებში უფასო […]
განაგრძე კითხვა

ექიმებთან კონსულტაცია უფასოდ, ლაბორატორიული კვლევები კი 50%-მდე ფასდაკლებით – სპეციალური აქცია რაჭაში

„ონლაინ კლინიკის“ ინიციატივითა და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ მხარდაჭერით, რაჭის მოსახლეობა სპეციალური აქციით ისარგებლებს. კერძოდ, 3 და 4 ივლისს, ონისა და ამბროლაურის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრებში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ „ონლაინ კლინიკის“ ექიმები: ნინო კაკაბაძე – ინფექციონისტი; თამარ გვენცაძე – ბავშვთა ფსიქოლოგი; თინათინ ობოლაძე – ალერგოლოგ-იმუნოლოგი. „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ონისა და ამბროლაურის მოსახლეობისთვის, ლაბორატორიული კვლევების სრულ […]
განაგრძე კითხვა

„ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრისა“ და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ერთობლივი აქცია ქედაში

აჭარის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 29 ივნისს, ქედაში ერთდღიანი აქცია გაიმართა, რომლის ინიციატორი „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ იყო, მხარდამჭერი კი „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“. აქციის ფარგლებში 0-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ყველა პირისთვის უფასო კონსულტაციები ჩაატარეს „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის“ შემდეგი პროფილის ექიმებმა: ნევროლოგმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ლოგოპედმა და […]
განაგრძე კითხვა

აქცია ბავშვებისთვის მაღალმთიან აჭარაში – ექიმებთან კონსულტაცია და გამოკვლევები უფასოდ

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს ოთხი პროფილის ექიმთან კონსულტაცია, თავის ტვინის ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევა და სამი სახის ლაბორატორიული კვლევა უფასოდ ჩაუტარდებათ. „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის“ ინიციატივითა და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ მხარდაჭერით, 29 ივნისს, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ერთდღიანი აქციით ისარგებლებს. კერძოდ, 0-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ყველა პირისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ შემდეგი პროფილის ექიმები: ნევროლოგი, კლინიკური ფსიქოლოგი, […]
განაგრძე კითხვა

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორიამ“, გენეტიკურ კვლევებზე, ბათუმში კონფერენცია ჩაატარა

გენეტიკური დაავადებების თანამედროვე მიდგომებით დიაგნოსტირება ერთ–ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო სამედიცინო კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ჩატარდა. კონფერენცია თემაზე – „გენეტიკური კვლევები პერსონალიზებულ მედიცინაში“ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას 100–მდე ქართველი ექიმი დაესწრო. მომხსენებლები იყვნენ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიისა“ და ანკარის ერთ–ერთი წამყვანი ლაბორატორია „ინტერგენის“ ექიმი გენეტიკოსები. „ცნობილია, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს ადრეულ სტადიაზე სიმპტომები და […]
განაგრძე კითხვა

მესტიაში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნა

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გაფართოებას განაგრძობს. ბრიტანული ხარისხის სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ 29 მარტს დაბა მესტიაში ლაბორატორიის ფილიალი გახსნა. ინვესტიციის მოცულობა 20 000 ლარია. „მესტიაში, ისევე, როგორც სხვა მაღალმთიან რეგიონებში, სამედიცინო სერვისების ნაკლებობაა. ჩვენი ფილიალის გახსნის შედეგად, მოსახლეობას ყველა სახის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ადგილზევე შეუძლია. […]
განაგრძე კითხვა

მესტიაში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნება

ზემო სვანეთის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობა ადგილზევე შეეძლება. „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ ხვალ დაბა მესტიაში ფილიალს გახსნის. კომპანიის გადაწყვეტილებით, გახსნასთან დაკავშირებით, მესტიის მოსახლეობა სპეციალური ერთდღიანი აქციით ისარგებლებს. კერძოდ, 0-დან 18 წლის ასაკის მქონე ყველა პირებს უფასოდ ჩაუტარდება კალციუმის, რკინისა და სისხლის საერთო ანალიზი. ამისთვის კი ლაბორატორიაში მისვლისას მხოლოდ პირადობის […]
განაგრძე კითხვა

სამედიცინო გამოფენა MEDICA Dusseldorf 2023, გერმანია

„მედიქალ ვორლდის“ გუნდი 14-17 ნოემბერს დიუსელდორფში, გერმანიაში გამართულ სამედიცინო გამოფენას, MEDICA Dusseldorf 2023-ს დაესწრო. MEDICA Dusseldorf არის ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო გამოფენა მსოფლიოში,სადაც წარმოდგენილია ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრი სამედიცინო, ლაბორატორიული ტექნოლოგიების, დიაგნოსტიკის,  ფიზიოთერაპიის,ორთოპედიული ტექნოლოგიებისა და სამედიცინო სახარჯო მასალების სფეროებიდან. აღნიშნული გამოფენის სპეციალური შოუების ვრცელი პროგრამა, იძლევა საინტერესო პრეზენტაციებისა და დისკუსიების შესაძლებლობას  როგორც ექსპერტებთან ასევე […]
განაგრძე კითხვა

“ლაბორატორია ამბროლაურში გავხსენით, უახლოეს მომავალში მესტიაშიც ვგეგმავთ” – “მედიქალ ვორლდი”

საქართველოში მოქმედი სამედიცინო და სპა-ველნეს აპარატურის იმპორტიორი და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიათა ქსელის მმართველი კომპანია „მედიქალ ვორლდი” ქართულ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანია თავდაპირველად მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტზე იყო ორიენტირებული, 2017 წლიდან კი, მათ პორტფელს ლაბორატორიული მიმართულებაც დაემატა და შექმნეს ქსელი, რომელიც დღეს მომხმარებელს 800-ზე მეტ ლაბორატორიულ კვლევას სთავაზობს. “მედიქალ ვორლდის” ლაბორატორიები დღეს ქვეყნის 13 ქალაქში 15 […]
განაგრძე კითხვა

რა არის ჰელიკობაქტერია პილორი და რა სიმპტომები ახასიათებს

ჰელიკობაქტერია პილორი ადამიანის ქრონიკული ინფექციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ინფიცირება ჩვეულებრივ ბავშვთა ასაკში ხდება. მკურნალობის გარეშე, ადამიანის ორგანიზმი ვერ უმკლავდება ჰელიკობაქტერია პილორს და ის კუჭში მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. რა სიმპტომებს ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის ქრონიკულ ანთებას, რომელსაც ჰელიკობაქტერია პილორი იწვევს? ტკივილი და დისკომფორტი კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება სისხლიანი […]
განაგრძე კითხვა
Cart