სიახლეები

ანემია და მისი გამომწვევი მიზეზები

ანემია ანუ სისხლნაკლებობა მდგომარეობაა, როდესაც სისხლში ჰემოგლობინის საერთო რაოდენობა მცირდება. უმრავლეს შემთხვევაში მას თან ახლავს ერითროციტების რიცხვის შემცირება. ანემიის სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობა უმადობა ფერმკრთალი კანი სიცივეზე მგრძნობელობა პულსის აჩქარება ხშირი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა თმის ცვენა მტვრევადი ფრჩხლები რამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია? ანემიის სამ ძირითად გჯუფს არჩევენ: სისხლის დაკარგვის შემდგომ განვითარებული ანემია (პოსტჰემორაგიული) სისხლის წარმოქმნის […]
განაგრძე კითხვა

რევმატიზმი და მისი სიმპტომები

რევმატიზმი წარმოადგენს ანთებით დაავადებას, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის არასათანადო მკურნალობამ ან ქუნთრუშამ. ყელის სტრეპტოკოკული ანთება და ქუნთრუშა განპირობებულია A ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიებით. რევმატიზმი ხშირია 5-15 წლის ბავშვებში, თუმცა დაავადება მცირეწოლვან ბავშვებსა და ზრდასრულებშიც გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ სტრეპტოკოკური ყელი ხშირია, რევმატიზმი იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა განვითარებად ქვეყნებში მდგომარეობა პრობლემას მაინც წარმოადგენს. რევმატიზმმა შესაძლოა […]
განაგრძე კითხვა

ახალქალაქში, მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის რიგით მე-14 ფილიალი გაიხსნა

ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის ავტომატური და ნახევრად ავტომტური ანალიზატორებით და პაციენტებს 200-ზე მეტ გამოკვლევას სთავაზობს დიაგნოსტიკის შემდეგ დარგებში: ბაქტერიოლოგია, ბიოქიმია, ჰემატოლოგია,იმუნოლოგია კოაგულოლოგია ,სეროლოგია. ლაბორატორია ასევე უზრუნველყოფს COVID-19-ის, როგორც PCR გამოკვლევას ასევე სწრაფი ტესტებით უზრუნველყოფას. მედიქალ ვორლდის ლაბორატორია  წარმოადგენს მუდმივად  განვითარებად, სერთიფიცირებულ სამედიცინო გამოკვლევების ცენტრს და დღეისათვის,საქართველოს მასშტაბით, წარმოდგენილია 9 ქალაქში
განაგრძე კითხვა

ყველაფერი კალციუმის შესახებ

პირველი, რასთანაც კალციუმი ასოცირდება, ძვლები და მათი სიმტკიცეა. მართლაც, სწორედ ამ ელემენტის წყალობით დავდივართ, დავრბივართ, ვეზიდებით ტვირთს… კალციუმს, ძვლების სიმტკიცის შენარჩუნების გარდა, სხვა დანიშნულებას აქვს. ის პასუხისმგებელია სისხლძარღვების შეკუმშვასა და გაფართოებაზე, კუნთების შეკუმშვაზე, სისხლის შედედებაზე, ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ჰორმონების სეკრეციაზე. თუმცა, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესასრულებლად, ადამიანის ორგანიზმს, მასში არსებული კალციუმის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 1% სჭირდება. დანარჩენი 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი და მათი სტრუქტურის შენარჩუნებაზე ზრუნავს. […]
განაგრძე კითხვა

ღვიძლის პროფილაქტიკა

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. იგი მონაწილეობს საკვების გადამუშავებაში,ჰორმონალურ ბალანსში,მეტაბოლიზმის პროცესებში და  წარმოადგენს „საწყობს“ ვიტამინებისა და მინერალებისთვის . ცილები,ცხიმები,ნახშირწყლები და ვიტამინები ორგანიზმში ხვდებიან საკვები პროდუქტებით.საკვებ გადამამუშავებელ ტრაქტში ხდება მათი დაქუცმაცება და გადამუშავება.შემდეგ ხვდებიან ღვიძლში სადაც ისევ მიმდინარეობს მათ გადამუშავება ბიოქიმიური რეაქციით. ღვიძლი ცილებისგან წარმოქმნის ალბუმინს,ფიბრინოგენს და პროთრომბინს,ნახშირწყლებისგან გლიკოგენს და ცხიმებისგან ქოლესტერინს ,როგორც აღვნიშნეთ ღვიძლში […]
განაგრძე კითხვა

მიკოპლაზმა

მიკოპლაზმოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მიკოპლაზმა იწვევს. მიკოპლაზმა მიკროორგანიზმია, რომელსაც სამედიცინო კლასიფიკაციაში შუალედური მდგომარეობა უჭირავს ბაქტერიებს, სოკოებსა და ვირუსებს შორის. მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. პარაზიტობს მასპინძელი ორგანიზმის უჯრედებზე, საიდანაც საკვებად საჭირო ნივთიერებებს იღებს. მიკოპლაზმა უმთავრესად ეკვრის ნაწლავების ეპითელიუმს, სასუნთქი და შარდსასქესო ტრაქტის ამომფენ ლორწოვან გარსს. აქედან გამომდინარე, ინფექციის კარიბჭეს რესპირატორული და შარდსასქესო ტრაქტის ლორწოვანი […]
განაგრძე კითხვა

ფარისებრი ჯირკვალი და მისი ფუნქცია

ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა. იგი ორგანიზმისთვის ორ ჰორმონს – ტრიოდთირონინსა და თიროქსინს გამოიმუშავებს. მათ T3-ით და T4-ით აღნიშნავენ. ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შეფასებაში, აღნიშნულ ჰორმონებთან ერთად, გვეხმარება სისხლში თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა, რომელიც აღინიშნება TSH-ით. იგი ჰიპოფიზში (თავის ტვინში) გამოიყოფა და ყველა სახის ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს, რაც საბოლოდ ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს. ფარისებრი […]
განაგრძე კითხვა

ახალი ფილიალი თელავში

კახეთში ქალაქ თელავში, მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის რიგით მე-7 ფილიალი გაიხსნა, ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის ავტომატური და ნახევრად ავტომტური ანალიზატორებით და პაციენტებს   200-ზე მეტ გამოკვლევას სთავაზობს დიაგნოსტიკის შეემდეგ დარგებში: ბაქტერიოლოგია, ბიოქიმია, ჰემატოლოგია,იმუნოლოგია კოაგულოლოგია ,სეროლოგია. ლაბორატორა ასევე უზრუნველყოფს COVID-19-ის, როგორც PCR გამოკვლევას ასევე სწრაფი ტესტებით უზრუნველყოფას, ადგილზე და უფასო გამოძახების სერვისით. მედიქალ ვორლდის ლაბორატორია  წარმოადგენს მუდმივად  განვითარებად, […]
განაგრძე კითხვა

D ვიტამინი

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ D ვიტამინის დეფიციტი ჯანდაცვის გლობალური პრობლემაა. უკანასკნელი პერიოდის კვლევებმა დაადასტურა, რომ D ვიტამინის დეფიციტი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ძვლოვან სისტემაზე, არამედ ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. აღმოჩენილია, რომ D ვიტამინის რეცეპტორების დიდი რაოდენობა არის თავის ტვინში და ითვლება, რომ სწორედ მისი მაღალი დონე აუცილებელია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. საუბარია იმაზე, რომ დეპრესია, მახსოვრობის დეფიციტი შეიძლება […]
განაგრძე კითხვა
Cart