ბლოგირევმატიზმი და მისი სიმპტომები

დეკემბერი 6, 2021by admin0

რევმატიზმი წარმოადგენს ანთებით დაავადებას, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის არასათანადო მკურნალობამ ან ქუნთრუშამ. ყელის სტრეპტოკოკული ანთება და ქუნთრუშა განპირობებულია A ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიებით.

რევმატიზმი ხშირია 5-15 წლის ბავშვებში, თუმცა დაავადება მცირეწოლვან ბავშვებსა და ზრდასრულებშიც გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ სტრეპტოკოკური ყელი ხშირია, რევმატიზმი იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა განვითარებად ქვეყნებში მდგომარეობა პრობლემას მაინც წარმოადგენს.

რევმატიზმმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის სამუდამო დაზიანება, მათ შორის სარქველების დაზიანება და გულის უკმარისობა. მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს ქსოვილის ანთებით გამოწვეული დაზიანება, შეამსუბუქოს ტკივილი და სხვა სიმპტომები და მოახდინოს რევმატიზმის განმეორების პრევენცია.

რევმატიზმი ვითარდება ბაქტერია სტრეპტოკოკუს პიოგენეს ან ჯგუფი A სტრეპტოკოკის მიერ ყელის ინფექციის შემდგომ. A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ყელის ინფექცია იწვევს ყელის სტრეფტოკოკურ ანთებას ან იშვიათ შემთხვევებში, ქუნთრუშას. ამ ბაქტერიების მიერ კანის ან ორგანიზმის სხვა ნაწილების ინფექცია იშვიათად იწვევს რევმატიზმს.

სტრეპტოკოკით ინფექციასა და რევმატიზმს შორის ზუსტი კავშირი ჯერ-ჯერობით არ მოძებნილა, თუმცა მიჩნეულია, რომ ბაქტერია “ატყუებს” იმუნურ სისტემას. სტრეპტოკოკის ბაქტერია შეიცავს პროტეინებს, რომლებიც აღინიშნება ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთ ქსოვილში. შესაბამისად, იმუნური სისტემა მხოლოდ ბაქტერიებთან გამკლავების ნაცვლად ებრძვის საკუთარ ქსოვიელბს, განსაკუთრებით გულის, სახსრების, კანისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ქსოვილებს.

სტრეპტოკოკის ბაქტერიების აღმოსაფხვრელად დროულად მიღებული სრული მკურნალობა რევმატიზმის განვითარების ძალიან დაბალ რისკს ტოვებს. ყელის სტრეპტოკოკური ანთების ან ქუნთრუშის შეტევის რამოდენიმე ეპიზოდის შემთხვევაში არასაკმარისი მკურნალობისას ბავშვს შესაზლოა განუვითარდეს რევმატიზმი.

რევმატიზმის სიმპტომები განსხვავებულია. ზოგიერთ ადამიანს რამოდენიმე სიმპტომები აღენიშნება, ზოგს კი უფრო ნაკლები. სიმპტომები შესაძლოა შეიცვალოს დაავადების მსვლელობის განმავლობაში. სტრეპტოკოკით ყელის ინფექციის შემდგომ რევმატიზმი, როგორც წესი, 2-4 კვირაში იწყება.

რევმატიზმი სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყვნენ გულის, სახსრების, კანის ან ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებით:

  • სიცხე
  • მტკივნეული სახსრები, განსაკუთრებით კოჭების, მუხლების, იდაყვებისა და მაჯების არეში; იშვიათ შემთხვევებში ჩართულია მხრები, ბარძაყები, ხელის მტევნები და ტერფები
  • ტკივილი ერთ სახსარში რომელიც სხვა სახსარზე გადადის
  • წითელი, ცხელი ან შესიებული სახსრები
  • მცირე ზომის, უმტკივნეულო კვანძები კანქვეშ
  • ტკივილი მკერდის არეში
  • გულის შუილები
  • დაღლილობა
  • ბრტყელი ან ოდნავ წამოწეული, უმტკივნეულო გამონაყარი უსწორმასწორო კიდეებით (ერითემა მარგინატუმ)
  • სხეულის კანკალის მაგვარი, უკონტროლო მოძრაობები (სიდენჰამის ქორეა) – რომელიც ყველაზე ხშირად წარმოდგენილია ხელის მტევნებზე, ტერფებსა და სახეზე
  • უჩვეულო ქცევების ეპიზოდები, მაგალითად, სიტუაციისადმი შეუსაბამო ტირილი ან სიცილი, რომელიც თან ახლავს სიდენჰამის ქორეას

როდის მივმართოთ ექიმს

ყელის სტრეპტოკოკური ინფექციის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში თქვენმა შვილი უნდა შეხვდეს ექიმს. სტრეპტოკოკის სათანადო მკურნალობამ შესაძლოა თავიდან აგარიდოთ რევმატიზმი. მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების შემთხვევაშო:

  • ყელის ტკივილი გაციების სიმპტომების გარეშე
  • ყელის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს მტკივნეული და შესიებული ლიმფური კვანძები
  • წითელი გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად თავს იჩენს თავსა და კისერზე და შემდგომ ვრცელდება ტანზე და კიდურებზე
  • ნებისმიერი რამის ყლაპვის გაძნელება, მათ შორის ნერწყვის
  • სქელი ან სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან, რომელიც, უმეტესად, 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება
  • ღია წითელი ენა, რომლის მთლიან ზედაპირზე აღინიშნება ამობურცულობები. მდგომარეობას მარწყვის ენას უწოდებენ

მიმართეთ ექიმს სიცხის შესახებ შემდეგი სიტუაციების დროს:

  • 3 თვემდე ახალშობილები, რომლებსაც აღენიშნებათ 38 С გრადუსი ტემპერატურის უკანა ტანით გაზომვის დროს
  • 3-6 თვის ბავშვები9 C ან მეტი ტემპერატურით
  • 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სიცხეც არ ემორჩილება მკურნალობას ერთ დღეზე ხანგრძლივად9 C ან მეტი ტემპერატურის დროს
  • 2-17 წლამდე ბავშვები, რომელთა სიცხე (38.9 С ან მეტი) არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას სამი ან მეტი დღის განმავლობაში

რევმატიზმის სხვა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ასევე მიმართეთ ექიმს