Description
ვიტ B12 წყალში ხსნადი ვიტამინია, მათ ჭარბად მიღებას უარყოფითი შედეგი არ მოსდევს, ვინაიდან შარდთან ერთად გამოიყოფა. ვიტამინი B12 შეიწოვება თეძოს ნაწლავის დისტალურ მონაკვეთში და მეტაბოლიზდება ღვიძლშია, ადამიანს თავად არ შეუძლია ვიტამინი B12-ის სინთეზი.
ვიტამინი B12 – ს ადამიანი იღებს პრაქტიკულად მხოლოდ საკვების საშუალებით. იგი დიდი რაოდენობით შედის მოლუსკების, საქონლის ხორცის, ღვიძლის, უფრო მცირე რაოდენობით – ველური კალმახის, ორაგულის, თინუსის, ხოლო კიდევ უფრო მცირე რაოდენობით – რძის, იოგურტის, ყველისა და კვერცხის შემადგენლობაში.
B12 ვიტამინის დეფიციტი ავლენს ნევროლოგიურ, ფსიქიატრიულ და ჰემატოლოგიურ დარღვევებს.
B12-ის დეფიციტით გამოწვეულ ანემიას პერნიციოზულს ( ‘მომაკვდინებელს“ ) უწოდებენ.
ვიტამინ B12-ის დეფიციტი, ფოლიუმის მჟავასთან ერთად იწვევს ცხიმოვანი მჟავების ცვლის და ცილების წარმოქმნის დარღვევას და ამის შედეგად ნერვული ბოჭკოს მიელინის გარსის დაზიანებას.
ვიტამინ B12მძიმე დეფიციტის დროს სახეზეა ნევროლოგიური დარღვევები: ჩხვლეტები, კუნთების სისუსტე, დაბუჟება, ბალანსისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, სმენის პრობლემები, უმადობა, მეხსიერების დაკარგვა, დეპრესია; წონის კლება; საჭმლის მონელების დარღვევები: გულისრევა; ფაღარათი, ყაბზობა,; ენის წვერის წვა.
გამოკვლევისათვის საჭიროა: ვენური სისხლი(არ არის აუცილებელი უზმოდ ყოფნა)