აღწერა

კორტიზოლი არის კორტიკოსტეროიდული ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის გარსში, რომელიც დაკავშირებულია სხეულის რეაქციასთან სტრესზე. ის ზრდის არტერიულ წნევას და შაქარს, იწვევს ქალებში უნაყოფობას და თრგუნავს იმუნურ სისტემას. კორტიზოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.

თირკმელზედა ჯირკვალში კორტიზოლის სინთეზს ასტიმულირებს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი რომელიც გამოიყოფა ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილისგან.

კორტიზოლის დონე  ყოველდღიურად იცვლება. ყველაზე დაბალი დონე ხდება შუაღამისას, უმაღლესი დონეები დილით, გაღვიძებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

გამოსაკვლევი მასალა: ვენური სისხლი.

რადგან კორტიზოლის დონე იცვლება დღის განმავლობაში, ამიტომ ორჯერ იღებენ სისხლს ვენიდან:   I –  დილით,  II – საღამოს.  ვინაიდან სტრესი გავლენას ახდენს კორტიზოლის დონეზე, მიზანშეწონილია პაციენტმა ერთი დღით ადრე თავი აარიდოს ფიზიკურ დატვირთვას და იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. აგრეთვე, საჭიროა შეწყდეს იმ მედიკამენტების მიღება, რომელთაც შეუძლიათ ანალიზის პასუხზე მოახდინოს ზეგავლენა.