აღწერა
ჰერპეს ვირუსის 2 ტიპი არსებობს: ტიპი 1 (HSV-1) და ტიპი 2 (HSV-2).
HSV-1 უხშირესად გადაეცემა ორალურ-კონტაქტური გზით და იწვევს ორალურ ჰერპეს ინფექციას, თუმცა ასევე შეუძლია გამოიწვიოს გენიტალური ჰერპეს ინფექცია.
HSV-2 არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია და იწვევს გენიტალურ ჰერპესს.
მარტივი ჰერპეს ვირუსით ინფიცირებისას ვირუსი ადამიანის ორგანიზმში რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე და პერიოდულად შესაძლოა მოხდეს მისი გააქტიურება
ხშირად ჰერპეს ვირუსული ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ჩნდება მტკივნეული ბუშტუკოვანი ან წყლულოვანი გამონაყარი.