Description

ანემია ანუ სისხლნაკლებობა წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება სისხლში ჰემოგლობინის საერთო რაოდენობის შემცირებით.უმრავლეს შემთხვევაში მას თან ახლავს ერითროციტების რიცხვის შემცირება სისხლის მოცულობით ერთეულში.

არჩევენ ანემიების სამ ძირითად გჯუფს:

  1. სისხლის დაკარგვის შემდგომ განვითარებული ანემია (პოსტჰემორაგიული)
  2. სისხლის წარმოქმნის დარღვევის გამო განვითარებული ანემია.
  3. სისხლის გაძლერებული დაშლის გამო განვითარებული ანემია (ჰემოლიზური)

 

მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ანემიებს.

სისხლის დაკარგვის შემდგომ განვითარებული ანემია (პოსტჰემორაგიული ანემიები)

სისხლის დაკარგვის შემდგომ განვითარებული ანემიები შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია ვითარდება ერთბაშად სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო. რაც უფრო მსხვილია დაზიანებული სისხლის მილი  მით უფრო სიცოცხლისთვის საშიშ სისხლდენა ვითარდება. მწვავე სისხლდენის დროს ორგანიზმის ფუნქციების დარღვევის მექანიზმის ძირითადი რგოლებია: ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება თანმხლები არტერიული წნევის დაცემით, ორგანოებისა და ქსოვილების ჰიპოქსია.

ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია ვითარდება იმ შემთხვევაში როცა ხდება სისხლის ნელი და ხანგრძლივი დაკარგვა.

სისხლის წარმოქმნის დარღვევის გამო განვითარებული ანემია.

სისხლის წარმოქმნის დარღვევის შედეგად განვითარებულ  ანემიებს მიეკუთვნება რკინის, ვიტამინ B 12 და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის გამო განვითარებული ე.წ დეფიციტური, ჰიპო და აპლასტიური ანემიები.

რკინადეფიციტური ანემია განსაკუთრებით ხშირია. მათი მიზეზებია მრავალჯერადი განმეორებითი სისხლდენა, რკინის გაძლიერებული ხარჯვა ზრდის და მომწიფების პროცესში, ორსულობის და ლაქტაციის დროს როცა გაძლერებული ორგანიზმის მოთხოვნა რკინაზე, რკინის შეწოვის და დეპონირების დარღვევა.

ვიტამინ B 12 და/ან ფოლიუმის მჟავას  დეფიციტური ანემია შეიძლება განვითარდეს საკვებში მისი ნაკლებობისას, წვრილ ნაწლავში მისი შეწოვის დარღვევისას და სხვა.ვიტამინ B12 ან და ფოლიუმის მჟავის ენდოგენური უკმარისოა იწვევს პერნიცოოზული და პერნიციოზუსლისმსგავსი ანემიების განვითარებას. ვიტამინ B12 და ფოლიუმის  მჟავა წარმოადგენენ ჰემოპოეზის აუცილებელ ფაქტორებს.

ჰიპო- და აპლაზიური ანემიები ვითარდება სისხლწარმოქმნის დათრგუნვის გამო. აღნიშნული ანემიების წარმოშობის მიზეი შეიძლება იყოს როგორც ენდოგენური ასევე ეკზოგენური ფაქტორები.

ენდოგენური ფაქტორებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრულ ფაქტორებს. ენდოგენური ჰიპი და აპლასტური ანემიებისათვის დამახასითებელია სისიხლის ერითრობლასტური შტოს დაზიანება, რომლის დრსაც ძვლის ტვინი კარგვს რეგენერაციის უნარსდა ვითარდება ბრტყელი და ლულოვანი ძვლების აქიური კვდომა, მისი ყვითელი ძვლის ტვინით ჩანაცვლება.

 

ეკზოგენური ჰიპო- და აპლაზიური ანემიების დროს არ ხდება ჰემოლიზის სრული დათრგუნვა, არამედ ვითარდება მხოლოდ ძვლის ტვინის ჰემოპოეზური უნარის დათრგუნვა. ამიტომ მკერდის ძვლის პუნქტატში ვლინდება ერითრო და მიელოპოეზური რიგის ახალგაზრდა ფორმები. ჰიპო- და აპლაზიური ანემიები ასევე ვითარდება ძვლის ტვინის ლეიკოზური უჯრედებით, სიმსივნის მეტასტაზებით (სარძევე, ფარისებრი, წინამდებარე ჯირკვლოს კიბო) ან კიდევ ძლოვანი ქსოვილით ჩანაცვლების შემთხვევაში.

 

სისხლის გაძლერებული დაშლის გამო განვითარებული ანემია (ჰემოლიზური ანემია)

ჰემოლიზური ანემიების დროს სისხლწარმოქმნას ჭარბობს სისხლის დაშლა. ჰემოლიზი შეიძლება განვითარდეს როგორც სისხლის მილებში ასევე მის ფარგლებს გარეთ.ჰემოლიზური ანემიების დროს თითქმის ყოველთვის გვხვდება ზოგადი ჰემოსიდეროზი და ღვიძლზედა (ჰემოლიზური) სიყვითლე. ჰემოლიზური ანემიები იყოფა სისხლმილშიდა და სისხლმილგარეთა ჰემოლიზურ ანემიებად.

სისხლმილშიდა ჰემოლიზით განპირობებული ანემიები გამიწვეულია სხვადასხვა მიზეზით, ჰემოლიზური შხამები, მძიმე დამწვრობები, სეფსისი, რეზუს ფაქტორისა და ჯგუფის მიხედვით შეუთავსებელი სისხლის გადასხმა. სისხლმილგარეთა ჰემოლიზის შედეგად განვითრებულ ანემიებს გააჩნიათ მემკვიდრული ხასითი. ამ დროს ერითროციტების დაშლა ხორციელდება უპირატესად ელენთის, ძვლის ტვინის, ღვიძლის, ლიმფური კვანძების მაკროფაგებში.ამ დროს ვითარდება ელენთის გადიდება.

ანემიის დიაგნოსტირებისთვის ექიმი აგროვებს ოჯახურ ანამნეზს, აწარმოებს ფიზიკალურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს, რომელიც მოიცავს:

სისხლის საერთო ანალიზი. სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. მისი საშუალებით, შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადებათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ანემიას, ინფექციებს, ლეიკემიებსა და ა.შ. სისხლის საერთო ანალიზით ისაზღვრება სისხლის მრავალი კომპონენტი. ესენია:

  • სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ
  • სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან უცხო აგენტებს
  • ჰემოგლობინი, რომელიც წარმოადგენს სისხლის წითელ უჯრედებში არსებულ ჟანგბადდამაკავშირებელ ცილას
  • ჰემატოკრიტი, რომელიც წარმოადგენს სისხლის ფორმიანი ელემენტებისა და პლაზმის, ანუ სისხლის თხიერი ნაწილის ფარდობას
  • თრომბოციტები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში