Description
ვიტამინი D — ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას.
ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ორი ფორმა: ვიტამინი D3 რომელიც წარმოიქმნება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და ვიტამინი D2 რომელიც ორგანიზმში ხვდება სხვადასხვა სახეობის საკვების დახმარებით.
საკვებით მიღებული ან კანში სინთეზირებული D ვიტამინი არ არის ბიოლოგიურად აქტიური, აქტივაცია საჭიროებს ფერმენტულ გარდაქმნას, რომელიც მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმელებში.
D ვიტამინი გავლენას ახდენს: იმუნურ სისტემაზე, ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე, ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
D ვიტამინის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება(D3). ვიტამინ D2-ის მიღების ბუნებრივი წყაროა საკვები და/ან საკვები დანამატები: ცხიმიანი თევზი(თინუსუ, ორაგული სკუმბრია), საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, კვერცხის გული, ფორთოხალი, სოკო.
გამოკვლევისათვის საჭიროა: ვენური სისხლი(არ არის აუცილებელი უზმოდ ყოფნა)