Description

ინტერლეიკინი-6 (IL-6) არის ცილა რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა უჯრედების მიერ: T ლიმფოციტები, B-ლიმფოციტები, მონოციტების და სხვა. ინტერლეიკინ-6 არეგულირებს იმუნურ პასუხს   , სწორედ  ამიტომ განიხილება როგროც იმუნური სისტემის აქტივაციის მარკერი. ინტერლეიკინი-6 დიდ როლს ასრულებს სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში, ტვინის ფუნქციონირებაში და ა.შ.

ინტერლეიკინი-6 ( IL-6 ) კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს ანთებითი პროცესების დროს, ინფექციების, აუტოიმუნური დარღვევების, გულ-სისხლძარღვღა დაავადებების და ზოგიერთი სიმსივნის დროს.

ინტერლეიკინ-6  (IL-6 ) ის განსაზღვრა რეკომედირებულია პაციენტებისთვის, რომლებიც ინფიცირებული არიან ინფექციით, რომელიც შემდგომში წარმოქმნის ანთებით კერებს. ასევე ვისაც აქვთ მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ან სეფსისი. აღნიშნული  ანალიზი შესაძლოა ასევე გამოყენებული იქნეს დიაბეტის, ინსულტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესაფასებლად.

ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი. სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.