20.00 

აღწერა

სისხლი ორგანიზმის შინაგანი გარემოს შემადგენელი თხიერი ქსოვილია,რომელსაც მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.

სისხლის საერთო ანალიზი(CBC), არის სამედიცინო ლაბორატორიული ტესტების ნაკრები, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ადამიანის სისხლში არსებული უჯრედების შესახებ:
• სისხლის წითელი უჯრედები-გადააქვთ ჟანგბადი ფილტვებიდან,სხეულის დანარჩენ ნაწილებში
* სისხლის თეთრი უჯრედები-ებრძვიან უცხო აგენტებს
* ჰემოგლობინი-წარმოადგენს სისხლის წითელ უჯრედებში არსებულ ჟანგბადდამაკავშირებელ ცილას
* ჰემატოკრიტი-წარმოადგენს სისხლის ფორმიანი ელემენტებისა და პლაზმის, ანუ სისხლის თხიერი ნაწილის შეფარდებას
* თრომბოციტები-მონაწილეობენ სისხლის შედედებაში

სისხლის უჯრედების რაოდენობის უჩვეულო მატება ან შემცირება,შეიძლება გახდეს მანიფესტანტი სამედიცინო მდგომარეობისა,რომელიც მოითხოვს დამატებით ტესტირებას.

რატომ კეთდება?

სისხლის საერთო ანალიზი რუტინული შემოწმების ნაწილია,რომელიც ხშირად ტარდება როგორც სამედიცინო შეფასების ნაწილი და შეიძლება გამოყენებულ იქნას:

– [x] ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად. სისხლის საერთო ანალიზი,შეიძლება იყოს სამედიცინო გამოკვლევის ნაწილი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ისეთი დაავადების გამოსავლენად,როგორიცაა ანემია ან ლეიკემია.
– [x] სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოსტიკისთვის. სისხლის საერთო ანალიზი დაგეხმარებათ იპოვოთ ისეთი სიმპტომების მიზეზი, როგორიცაა სისუსტე, დაღლილობა,ცხელება. მას ასევე შეუძლია დაგეხმაროთ შეშუპებისა და ტკივილის, სისხლჩაქცევების ან სისხლდენის მიზეზის პოვნაში.
– [x] სამედიცინო მდგომარეობის შესამოწმებლად. სისხლის სერთო ანალიზი დაგეხმარებათ თვალი ადევნოთ მდგომარეობებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის უჯრედების რაოდენობაზე.
– [x] მკურნალობის მონიტორონგი.სისხლის საერთო ანალიზი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ინდიკატორი,ზოგიერთი მედიკამენტებით მკურნალობისას,რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის უჯრედების რაოდენობაზე.

როგორ მოვემზადოთ ტესტის ჩასატარებლად?

სასურველია, პაციენტი იყოს მშიერი (უზმოდ) ან მსუბუქად ნასაუზმევი. არ არის რეკომენდებული ანალიზის გაკეთება ფიზიოთერაპიული პროცედურის, რენტგენოლოგიური გამოკვლევის და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ.

როგორ ავიღოთ ნიმუში?რისკები და გართულებები

ნიმუშის აღება, შესაძლოა, მოხდეს როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. პროცედურას ატარებს სამედიცინო წარმომადგენელი.ნიმუშის აღება ხდება სტერილური მასალით,პერიფერიული ვენიდან (წინამხარის ზედაპირული ვენები), აღებული ნიმუში თავსდება სპეციალურ კონტეინერში და იგზავნება ლაბორატორიაში კვლევისთვის.ანალიზის ჩაბარების შემდეგ შესაძლებელია განიცადოთ მცირე ტკივილი ან სისხლჩაქცევები იმ ადგილას, სადაც ნემსი შევიდა, მაგრამ სიმპტომების უმეტესობა სწრაფად ქრება და მალევე უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

შედეგების ინტერპრეტაცია

შედეგების ინტერპრეტაცია ხდება მათი შედარებით საცნობარო დიაპაზონებთან, რომლებიც განსხვავდება სქესის და ასაკის მიხედვით.მისი საშუალებით შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადებათა ფართო სპექტრი: ანემია,ინფექციები,ლეიკემია და ა.შ.(ცხრილები)

სისხლის საერთო ანალიზი მოიცავს შემდეგ პარამეტრებს:

ერითროციტები სისხლის ფორმიანი ელემენტები,წარმოიქმნება ძვლის ტვინში,120 დღე ცოცხლობს და იშლება ღვიძლში, ელენთაში, სისხლძარღვებში. მათი ძირითადი ფუნქცია ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაა.
– [x] ერითროციტების რაოდენობის მომატებას ერითროციტოზი ეწოდება. ერითროციტოზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური –ახალშობილებში, სიმაღლეზე ასვლის დროს,ან პათოლოგიური, ანუ კონკრეტული დაავადებით (ერითრემია,გულის ან ფილტვის დაავადება და ა.შ.)გამოწვეული. არსებობს შეფარდებითი ერითროციტოზი, როდესაც პლაზმის შემცირების ფონზე (მაგალითად, დამწვრობისას, პირღებინებისას სითხის დაკარგვის გამო) ერითროციტების შედარებითი მატების სურათი იქმნება. ასეთ დროს ერითროციტების რაოდენობა თანდათან თავისთავად უბრუნდება ნორმას.
– [x] 
ერითროციტების რაოდენობის შემცირება ანემიის ერთ-ერთი ნიშანია. მათი რაოდენობა მცირდება სისხლდენის, ერითროციტების დაშლის, ძვლის ტვინის დაზიანების დროს.

ჰემოგლობინი ერითროციტის ძირითადი კომპონენტია,რომელიც ჰემისა და ცილოვანი ნაწილის – გლობინისგან შედგება. მისი ფუნქცია ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაა.
– [x] ქვეითდება რკინადეფიციტური ანემიის, მწვავე და ქრონიკული სისხლდენების, გლობინის ანომალიური სტრუქტურით გამოწვეული ჰემოგლობინოპათიების – თალასემიის, დრეპანოციტული ანემიის დროს.
– [x] ჰემოგლობინის დონე იმატებს-ერითრემიის დროს

MCH-ერითროციტებში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა.

– [x] MCH მაჩვენებელი დაბალია რკინადეფიციტური ანემიების დროს
– [x] მომატებულია ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების შემთხვევაში.
– [x] MCV-ერითროციტების საშუალო მოცულობა.მისი დაქვეითება მცირე ზომის ერითროციტების, მიკროციტების, სიჭარბეზე მიუთითებს (თალასემიის, რკინის დეფიციტის დროს). მაღალი მაჩვენებელი სისხლში დიდი ზომის ერითროციტების – მაკროციტების, მეგალოციტების არსებობის მანიშნებელია და გვხვდება მაკროციტული, მეგალოციტური, ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ანემიების დროს.
– [x] RDV -ერითროციტების განაწილების ფართი,ანიზოციტოზის (განსხვავებული ფორმისა და ზომის ერითოროციტები)ხარისხის შესახებ გვაწვდის მონაცემებს.(გვხვდება ანემიების,ასევე სისხლის გადასხმის შემდეგ).

ჰემატოკრიტი (HCT)წარმოადგენს სისხლის უჯრედების შეფარდებას მის თხიერ ნაწილთან, პლაზმასთან.
– [x] ჰემატოკრიტის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენამ, ან სისხლის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითებამ, რაც განპირობებულია, მაგალითად ძვლის ტვინის სიმსივნეებით.
– [x] ჰემატოკრიტის მატების მიზეზებს შორის კი უნდა აღინიშნოს დეჰიდრატაცია, პოლიციტემია და ა.შ

რეტიკულოციტები ერითროციტების ახალგაზრდა ფორმებია.
– [x] რეტიკულოციტების რაოდენობის დაკლებას B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს, თუმცა ამ ანემიების მკურნალობისას რეტიკულოციტების რაოდენობის მკვეთრი მატება, დადებითი დინამიკის მაჩვენებელია.

თრომბოციტები წარმოიქმნება ძვლის ტვინში და ცოცხლობს 7-10 დღე. მონაწილეობს სისხლის შედედებაში, აქვს ანგიოტროფული ფუნქცია, ახდენს შედედების ფაქტორების ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვის სპაზმს.
– [x] თრომბოციტოპენია – თრომბოციტების რაოდენობის დაწბეითება სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს, მომატება კი თრომბოზულ გართულებებზე.

ლეიკოციტები სისხლის ბირთვიანი უჯრედებია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში.იშლება ღვიძლში, ელენთაში და იმ ადგილას, სადაც მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.მონაწილეობენ ჰუმორული იმუნიტეტის შექმნაში, რომელიც მიმართულია ინფექციური აგენტების წინააღმდეგ და ქსოვილოვანი იმუნიტეტის წარმოქმნაში, რომელიც მუტირებული უჯრედების წინააღმდეგაა მიმართული.
– [x] ლეიკოციტების რაოდენობის მომატებას ლეიკოციტოზი ეწოდება. ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზი გვხვდება ახალშობილებსა და 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებში; თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვის, სტრესის დროს.
– [x] პათოლოგიური ლეიკოციტოზი ვითარდება სისხლის დაავადებების, ინფექციების, ანთებითი პროცესების, ტრავმების შემთხვევაში.
– [x] ლეიკოპენია ანუ ლეიკოციტების შემცირება ვლინდება ვირუსული დაავადებების,ასევე ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის დროსაც. შეიძლება იყოს მედიკამენტური წარმოშობისაც. ფიზიოლოგიურად ლეიკოციტების შემცირება შიმშილის დროს შეინიშნება.
– [x] ლეიკოციტები სისხლში წარმოდგენილია გრანულოციტებით (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები) და აგრანულოციტებით (ლიმფოციტები და მონოციტები). თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება