აღწერა

ფოლიუმის მჟავა -ვიტამინი B9 წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლიუმის მჟავა  პასუხისმგებელია ორგანიზმში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, რადგან მისი დეფიციტი ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების რისკს ზრდის ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვანია ქალისთვის როგოც ორსულობამდე ასევე ორსულობის დროს

ფოლიუმი შედის როგორც მცენარეულ ისე ცხოველურ პროდუქტებში

ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ხშირია, როდესაც საკვებად არ იყენებენ ხორცს, ბოსტნეულს კი თერმულად დიდხანს ამუშავებენ.

ფოლიუმის მჟავას დიდი რაოდენობით  შეიცავს: მუქ-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცელი, მწვანე სოიო, ოხრახუში), პარკოსნები, სატაცური, ხილი (ბანანი, შავი მოცხარი, კივი, ფორთოხალი, ფეიხოა), სოკო, ხორცი (საქონლის ღვიძლი და თირკმელი), თევზი, ხიზილალა, პომიდორი.

გამოკვლევისათვის საჭიროა:   ვენური სისხლი (არ არის აუცილებელი უზმოდ ყოფნა)