Description
ეპშტეინ-ბარის ვირუსი არის ჰერპეს ვირუსების ოჯახის წევრი. ვირუსით ინფიცირების შემდეგ ორგანიზმში წარმოიქმნება ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ ვირუსის მიმართ ანტისხეულები IgM, IgG.
ვირუსული კაპსიდის ანტიგენის – IgM ანტისხეულები წარმოიქმნება ვირუსით ინფიცირებისას და 4-6 კვირის მერე ქრება.
ანტისხეული -IgG განსაზღვრავს ვირუსით ინფიცირების ქრონიკულობას და გვაწვდის ინფორმაციას, აქვს თუ არა ადამიანს ეს ვირუსი გადატანილი.
ბავშვებში ვირუსით ინფიცირების შემდგომი სიმპტომატიკა არ აღინიშნება. ხოლო მოზარდებსა და ზრდასრულებში იწვევს დაავადებას ინფექციურ მონონუკლეოზს.
სიმპტომები :
- სისუსტე,
- დაღლილობა,
- ხველება,
- შეშუპებული ლიმფური ჯირკვლები კისერზე ან მკლავებში,
- გადიდებული ელენთა ან ღვიძლი.
ანალიზის გაკეთება რეკომენდირებულიაადამიანებისთვის რომელტაც აღენიშნებათ ეპშტეინ-ბარისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ორსულებისთვის და სხვა.
ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი. სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.