32.00 

Description

პროლაქტინი არის ენდოკრინული ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილის მიერ.
პროლაქტინი ასტიმულირებს რძის სეკრეციას ორსულობის დროს.გარდა რძის სეკრეციის სტიმულირებისა, ის ასევე მოქმედებს სასქესო ჯირკვლებზე, გონადოტროპინის სეკრეციაზე და თირკმელებიდან წყლის, ნატრიუმის და კალიუმის გამოყოფაზე. ის გავლენას ახდენს სარძევე ჯირკვლის მუშაობაზე და უზრუნველყოფს რძის გამოყოფას.
გარდა რძის წარმოებისა და სეკრეციისა, პროლაქტინის ჰორმონი ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მენსტრუაციაზე და რეპროდუქციულ ფუნქციებზე. პროლაქტინის სეკრეციის მომატებისას, მენსტრუალური ციკლი ირღვევა და ზოგჯერ მენსტრუაცია შეიძლება მთლიანად შეწყდეს ან მენსტრუალური სისხლდენის მომატება შეინიშნება.
პროლაქტინის ჰორმონის ამაღლების ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ჰიპოფიზის ჯირკვლის მცირე სიმსივნე.
ხანგრძლივმა ფსიქიკურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონის პროლაქტინის მომატება.
გამოსაკვლევი მასალა: ვენური სისხლი, სისხლის აღება უნდ მოხდეს გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში.