Description
ციტომეგალოვირუსი (CMV) არის ჰერპეს ვირუსების ოჯახის წევრი, რომელიც იწვევს ასიმპტომურ ინფექციას, რის შემდეგადაც ის რჩება ძირითადად ძვლის ტვინის უჯრედებში.
ციტომეგალოვირუსი IgM – არის ანტისხეული, რომელიც განსაზღვრავს ინფექციის სიმწვავეს. კონკრეტულად როდესაც პაციენტი დავადებულია აღნიშნული ვირუსით .
ციტომეგალოვირუსი IgG -არის ანტისხეული, რომელიც განსაზღვრავს ინფექცია გადავიდა თუ არა ქრონიკულ ფორმაში. ანუ ვირუსი გადატანილი აქვს თუ არა პაციენტს.
ციტომეგალოვირუსის ანალიზი რეკომენდირებულია ორსულებისთვის და ასევე იმუნოდეფიციტური მდგომარეობის პაციენტებში.
ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი. სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.