Description

ვიტამინი D — ცხიმში ხსნადი ვიტამინია,  რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას.

ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ორი ფორმა: ვიტამინი D3 რომელიც წარმოიქმნება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და ვიტამინი D2 რომელიც ორგანიზმში ხვდება სხვადასხვა სახეობის საკვების დახმარებით.

საკვებით მიღებული ან კანში სინთეზირებული D ვიტამინი არ არის ბიოლოგიურად აქტიური, აქტივაცია საჭიროებს ფერმენტულ გარდაქმნას, რომელიც მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმელებში.

D ვიტამინი გავლენას ახდენს: იმუნურ სისტემაზე, ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე, ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

D ვიტამინის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება(D3).  ვიტამინ D2-ის მიღების  ბუნებრივი წყაროა საკვები და/ან საკვები დანამატები: ცხიმიანი თევზი(თინუსუ, ორაგული სკუმბრია), საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, კვერცხის გული, ფორთოხალი, სოკო.

გამოკვლევისათვის საჭიროა: ვენური სისხლი(არ არის აუცილებელი უზმოდ ყოფნა)