Description
პროსტატის( PSA )სპეციფიკური ანტიგენი არის ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს სისხლში პროსტატის ანტიგენის (PSA) დონეს, რომელსაც პროსტატის უჯრედები წარმოქმნიან.
ეს ანალიზი მნიშვნელოვანია პროსტატის სიმსივნით დაავადებული პაციენტების ჯამრთელობის მონიტორინგისთვის, ასევე სკრინინგისა და დაავადების რეციდივისთვის.
მაღალი პროსტატის ანტიგენის დონე ნიშნავს, რომ პროსტატის სიმსივნე აქვს პაციენტს. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პროსტატის ანტიგენის დონე დაბალია მაგრამ ადამიანს სიმსივნე მაინც აქვს.
არსებობს რამოდენიმე ფაქტორი როდესაც ადამიანს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მომატებული დონე აღენიშნება:
ასაკი( ასაკის ზრდასთან ერთად პროსტატის ანტიგენის (PSA) დონე იზრდება)
ფერადკანიან მამაკაცებს აქვთ საშუალოზე მეტად მომატებული პროსტატის ანტიგენის მაჩვენებელი.
ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი. სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.