ჩვენ შესახებ

Medical World-ის ლაბორატორია 2017 წელს კომპანია „მედიქალ ვორლდის“ ბაზაზე დაფუძნდა და აღიჭურვა უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებითა და რეაგენტებით.

გახსნის დღიდან ლაბორატორია პაციენტებს სთავაზობს ბინაზე უფასო გამოძახების სერვისს. დღეს Medical World-ის ლაბორატორიები წარმოდგენილია საქართველოს 16 ქალაქში. 

პაციენტებს ვთავაზობთ 1000-ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ კვლევას შემდეგ მიმართულებებში: ჰემატოლოგია, ბიოქიმია, იმუნოლოგია, სეროლოგია, ბაქტერიოლოგია, ციტოლოგია და მოლეკულური დიაგნოსტიკა.

იშვიათი, დაუდგენელი და გენეტიკური ანალიზები იგზავნება საზღვარგარეთ. გარდა ამისა, კვლევების ხარისხი რეგულარულად გადის საერთაშორისო გარეკონტროლს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ფინეთში, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს. 

2022 წლიდან გვაქვს სახელმწიფო აკრედიტაცია რეზიდენტურაში, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 20 რეზიდენტი გადის სახელმწიფო პროგრამას. 

2024 წელს მივიღეთ ISO 15189-ის აკრედიტაცია, რომელიც ლაბორატორიული კვლევების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტს ადასტურებს.

დღეს Medical World ერთ-ერთ უმსხვილეს დამოუკიდებელ ლაბორატორიად მიიჩნევა ქვეყანაში. ჩვენი ლაბორატორიის მთავარი მახასიათებელია მოქნილობა და მობილობა – მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც ჩვენს ფილიალებში, ასევე ადგილზე გამოძახების უფასო სერვისით ქვეყნის მასშტაბით.

თანამედროვე აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალი პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას უმოკლეს დროში სთავაზობს.

Cart