ალერგია

ალერგია არის ჩვენი სხეულის რეაქცია ჩეულებრივ უვნებელ ნივთიერებაზე. მისი სიმპტომები მერყეობს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე.

იმ შემთხვევაში თუ მშობლებს აღენიშნებათ ალერგია შვილებში ალერგიის განვითარების რისკი უფრო მაღალია.

ალერგიის გამომწვევი მიზეზები:

  • კვებითი
  • შინაური ცხოველების ბეწვი
  • მტვრის ტკიპა
  • ობის სოკო
  • მწერის ნაკბენი
  • სეზონური (გაზაფხული, შემოდგომა)
  • მედიკამენტოზური
  • ქიმიური საღებავები/საშუალებები

კვებითი ალერგია ვითარდება მაშინ, როდესაც ჩვენი სხეული ათავისუფლებს სპეციფიურ ანტისხეულს კონკრეტული ალერგენის მიმართ.

ალერგიული რეაქცია ვითარდება ორგანიზმში ალერგენის მოხვედრისთანავე.

არსებობს ორი ტიპის ალერგიული რეაქცია : სწრაფი და მოგვიანებითი.

ალერგის დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:

  • გამონაყარი და ქავილი სხეულის ერთ მონაკვეთზე ან მთელს სხეულზე
  • ღებინება
  • ჭინჭრის ციება
  • ცხვირიდან ჩამონადენი
  • ცემინება
  • თვალების ქავილი
  • შეშუპება (ყელის, ენის და სახის არეში)

ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია:

  • რძე
  • კვერცხი
  • ხორბალი
  • არაქისი
  • თხილი
  • თაფლი
Cart