არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ და მყარ მატებას.
ის არის ქრონიკული დაავადება.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს პაციენტები ძირითადად უჩივიან:
- თავის ტკივილს
- თავბრუსხვევას
- სუნთქვის გაძნელებას
- ზოგჯერ შეიძლება ცხვირიდან სისხლდენა
- მხედველობის გაუარესება
არტერიული წნევის გამომწვევი მიზეზი მრავალია,მათ შორის
- ჭარბი წონა
- არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა
- ჭარბი რაოდენობით მარილის მიღება
- გადაღლა
- სტრესი
- თამბაქოს მოხმარება
- გენეტიკა
- თირკმლების ქრონიკული დაავადებები
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
- დიაბეტი
- თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე
- ალკოჰოლი
ლაბორატორიული კვლევები რომელიც უნდა ჩავიტაროთ
არტერიული ჰიპერტენზიის გამოსავლენად.
- სისხლის საერთო ანალიზი
- ლიპიდური სპექტრი
- გლუკოზა სისხლში
- თირკმლის ფუნქციური ტესტები
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
- შარდის საერთო ანალიზი
არტერიული ჰიპერტენზიის გართულებებია:ინსულტი,ანევრიზმა,მიოკარდიუმის ინფარქტი,სისხლძარღვების ათეროსკლეროზი,გულის უკმარისობა,მხედველობის გაუარესება.
მკურნალობა:
- ცხოვრების წესის შეცვლა.
- მიირთვათ ჯანსაღი საკვები
- შეზღუდოთ ალკოჰოლი
- უარი თქვათ თამბაქოზე
- დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
მედიკამენტოზური მკურნალობა,რომელიც უნდა შეირჩეს მკურნალი ექიმის მიერ.