თრომბოფილია

თრომბოფილია არის მიდრეკილება სხვადასხვა ადგილის მორეციდივე სისხლძარღვთა თრომბოზის (ძირითადად ვენური) განვითარებისადმი. დაავადება გამოწვეულია სისხლის უჯრედების გენეტიკური ან შეძენილი პათოლოგიით ან სისხლის კოაგულაციის სისტემის დეფექტებით. კლინიკურად თრომბოფილია ვლინდება სხვადასხვა მდებარეობის მრავლობითი თრომბოზებით. პაციენტის ისტორიაში განმეორებითმა თრომბოზმა უნდა დააეჭვოს  ექიმი თრომბოფილიის არსებობაზე, რაც შეიძლება დადასტურდეს სისხლისა და კოაგულაციის ტესტებით.

ანალიზები უნდა გაკეთდეს, თუ:

  • არის თრომბოზი (სისხლძარღვის ბლოკირება თრომბით) 50 წლამდე
  • მაღალი რისკის მქონე სიტუაციებში: ძირითადი ქირურგიული ჩარევები, ხანგრძლივი უმოძრაობა, კიბო, ქიმიოთერაპია, ღვიძლის ციროზი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები
  • იშემიური ინსულტი – ტვინის ქსოვილის ნაწილობრივი სიკვდილი ორგანოს არასაკმარისი სისხლის მიწოდების გამო
  • ორსულობის დაგეგმვა, ორსულობის მძიმე გართულებები და ნაყოფის განვითარების შეჩერების შემთხვევები ადრეულ ეტაპებზე
  • ჰორმონალური კონტრაცეფციის ან ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას
  • ტაქტიკის არჩევანი ანტიკოაგულანტებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს
  • ნათესავებში თრომბოზის შემთხვევები;თრომბოზის მქონე პაციენტის ოჯახის წევრების გამოკვლევა
  • პაციენტში თრომბოზის შემთხვევები ცნობილი მიზეზის გარეშე, მათ შორის რისკის ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში

აუცილებელი ანალიზების ჩამონათვალია:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • დე-დიმერი
  • თრომბოპლასტინის დრო (აქტივირებული)
  • თრომბინის დრო
  • ფიბრინოგენი
  • პროთრომბინის ინდექსი
  • წითელი მგლურას ანტიკოაგულანტი
  • ჰომოცისტეინი
  • ანტიფოსფილიპიდური ანტისხეულები

გარდა ამისა:

  1. პირველადი, მემკვიდრეობითი ფორმის დროს კეთდება გენეტიკური ანალიზი სისხლის შედედებაში მონაწილე გენების.
  • ანტითრომბინი III
  • C და  S პროტეინების დეფიციტი
  • V ფაქტორის ანომალია (შედედების)
  • პროთრომბინის ანომალია
  1. შეძენილის დროს: (სხვა დაავადების ფონზე განვითარებული, ან მედიკამენტების მიღებით გამოწვეული) უნდა შემოწმდეს შემდეგი დიაგნოზების არსებობაც:
  • ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
  • მიელოპროლიფერატიული დაავადება
  • ანტითრომბინ III შეძენილი დეფიციტი

ჩვეულებრივ,  სისხლძარღვთა მიკროტრავმები მუდმივად იქმნება, მაგრამ ისინი ჯანმრთელ ადამიანში წარმატებით აღმოიფხვრება სისხლის კოაგულაციისა და ანტიკოაგულაციური სისტემების კოორდინირებული მუშაობის დახმარებით. თუ თრომბი წარმოიქმნება, ის იხსნება სისხლის ფიბრინოლიზური სისტემით. თრომბოფილიის დროს დარღვეულია ეს ბალანსი და ჩნდება თრომბოზისადმი მიდრეკილება, რასაც შეიძლება მოყვეს შემდეგი გართულებები:

ქვედა კიდურების, ფილტვის არტერიის, პლაცენტის სისხლძარღვების, თავის ტვინის სისხლძარღვების, გულის სისხლძარღვების თრომბოზი მძიმე შედეგებით. ორსულ ქალებში პირველ თვეებში ნაყოფის ზრდის შეჩერება (სიკვდილი), ნაყოფის პათოლოგიები, სპონტანური აბორტი და ასე შემდეგ.

თრომბოფილია არ მიეკუთვნება იშვიათ დაავადებათა რიცხვს და მისმა დაგვიანებულმა დიაგნოზმა შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ მძიმე შედეგები, ამიტომ ამ დაავადების დროული დიაგნოსტიკა არის  ერთადერთი გზა ჩატარდეს ღონისძიებები გართულებების თავიდან ასაცილებლად.

Cart