ინფექციური მონონუკლეოზი საკმაოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჰერპეს ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება.
დაავადების გავრცელების გზები:
- ჰაერწვეთოვანი
 - კონტაქტური
 
ავადდებიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები.
დამახასიათებელი სიმპტომები:
- მაღალი ტემპერატურა (გრძელდება 1 კვირაზე მეტხანს)
 - ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება
 - ლაქოვანი გამონაყარი პირის ღრუში
 - ლიმფური კვანძების გადიდება კისრისა და საზარდულის მიდამოში
 - საერთო სისუსტე
 - ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში
 
თუკი თქვენ ან თქვენს პატარას აწუხებს ზემოთ ჩამოთვლილი ერთ ერთი ან ყველა სიმპტომი,არ გადადოთ ოჯახის ექიმთან ვიზიტი.
დაავადებას ახასიათებს:
- სისხლის საერთო ანალიზში მკვეთრად გამოხატული ლიმფოციტოზი
 - ებშტეინ ბარის ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობა
 - მწვავე პერიოდში ღვიძლის და ელენთის გადიდება
 - ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება
 
გახსოვდეთ, რომ დაავადების დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა, თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
        
