ინფექციური მონონუკლეოზი

ინფექციური მონონუკლეოზი საკმაოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჰერპეს ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება.

დაავადების გავრცელების გზები:

  • ჰაერწვეთოვანი
  • კონტაქტური

ავადდებიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები.

დამახასიათებელი სიმპტომები:

  • მაღალი ტემპერატურა (გრძელდება 1 კვირაზე მეტხანს)
  • ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება
  • ლაქოვანი გამონაყარი პირის ღრუში
  • ლიმფური კვანძების გადიდება კისრისა და საზარდულის მიდამოში
  • საერთო სისუსტე
  • ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში

თუკი თქვენ ან თქვენს პატარას აწუხებს ზემოთ ჩამოთვლილი ერთ ერთი ან ყველა სიმპტომი,არ გადადოთ ოჯახის ექიმთან ვიზიტი.

დაავადებას ახასიათებს:

  • სისხლის საერთო ანალიზში მკვეთრად გამოხატული ლიმფოციტოზი
  • ებშტეინ ბარის ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობა
  • მწვავე პერიოდში ღვიძლის და ელენთის გადიდება
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება

გახსოვდეთ, რომ დაავადების დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა, თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Cart