რაჭაში „ონლაინ კლინიკისა“ და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ერთობლივი აქციით 100-ზე მეტმა პირმა ისარგებლა

რაჭაში „ონლაინ კლინიკისა“ და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ერთობლივი აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ რამდენიმე პროფილის ექიმთან კონსულტაცია უფასოდ გაევლოთ, ლაბორატორიული კვლევები კი სპეციალურ ფასად ჩაეტარებინათ.

ორდღიანი აქციის ინიციატორი „ონლაინ კლინიკა“ იყო, მხარდამჭერი კი „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“. კომპანიების შეთავაზებით 100-ზე მეტმა პირმა ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში ონისა და ამბროლაურის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრებში უფასო კონსულტაციები ჩაატარეს „ონლაინ კლინიკის“ შემდეგი პროფილის ექიმებმა: ინფექციონისტმა, ბავშვთა ფსიქოლოგმა და ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორიამ“ კი ადგილობრივ მოსახლეობას, ლაბორატორიული კვლევების სრულ სპექტრზე 50%-მდე ფასდაკლება შესთავაზა.

კომპანიების მიზანია, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო სერვისები მეტად ხელმისაწვდომი გახადონ.

Cart