ქრონიკული დაღლილობის სინდრომი კომპლექსური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს დაღლის ძლიერი შეგრძნება, იგი შეიძლება გაუარესდეს ფიზიკური, ან მენტალური აქტივობებით. მისი განვითარების მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ არსებობს თეორიები ვირუსული ინფექციების, იმუნური სისტემის პრობლემებისა და ჰორმონალური დისბალანსის შესახებ.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზები:
- ვირუსული ინფექციები-ზოგჯერ პაციენტს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ უვითარდება (ეპშტეინ-ბარისა და ჰერპეს ვირუსები), თუმცა გადაჭრით ამის თქმა ძნელია.
- იმუნური სისტემის პრობლემები- ქრონიკული დაღლილობის სინდრომიან პაციენტებში იმუნური სისტემა ხშირად დაქვეითებულია, ამიტომ ითვლება იგი ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად.
- ჰორმონალური დისბალანსი- ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს, ზოგჯერ ორგანიზმის დისბალანსი ირღვევა, ამიტომ საჭიროა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომები:
- დაღლილობა
- მეხსიერების დაქვეითება
- ენერგიის ნაკლებობა
- თავბრუსხვევა
- კუნთების და სახსრების ტკივილი
- არასაკმარისი ძილი
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს ბავშვობის ასაკშიც, თუმცა, დაავადება უფრო ხშირია საშუალო ასაკის ადამიანებში და ხშირ შემთხვევაში ვლინდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს და პროფილურ კვლევებს: