12 მარტი – თირკმლის მსოფლიო დღე!

 

,,მედიქალ ვორლდის ლაბორატორია’’ თირკმლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს!
ეს დღე გვახსენებს, რომ დროული დიაგნოსტიკა და ჯანსაღი ცხოვრების წესი თირკმლის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს.
თირკმლის ქრონიკული დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ ადრეული პრევენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი ჯანმრთელობისთვის.
თუ თქვენ შეამჩნიეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შარდის ცვლილებები, შეშუპება ან მუდმივი დაღლილობა – ნუ გადადებთ, მიმართეთ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ფილიალებს.
ლაბორატორიული კვლევების დროული და ზუსტი მონაცემები, ასევე პროფესიონალი ექიმების მიერ ჩატარებული ულტრასონოგრაფიული გამოკვლევები დაგეხმარებათ პრობლემის გამოვლენაში.
იზრუნეთ თირკმლის ჯანმრთელობაზე დღესვე!

თირკმლის დაავადებების სკრინინგი მოიცავს შარდისა და სისხლის ანალიზებს, ასევე თირკმლის ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევებს.

,,მედიქალ ვორლდის ლაბორატორიაში’’ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სამედიცინო სერვისებით:

  • გლუკოზის დონის განსაზღვრა;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;
  • კრეატინინი;
  • შარდოვანა;
  • შარდმჟავა;
  • ნარჩენი აზოტის განსაზღვრა;
  • სისხლში ლიპიდური ცვლის კონტროლი;
  • შარდის საერთო ანალიზი მიკროსკოპიასთან ერთად;
  • თირკმლისა და საშარდე გზების ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ტიპის კვლევების ჩატარება მაშინ, როდესაც არსებობს დაავადების განვითარების მაღალი რისკი,მაგალითად,თუ :

  • გაქვთ დიაბეტი;
  • ოჯახში არსებობს თირკმლის დაავადებების ისტორია;
  • გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა.
Cart