ჭარბი წონა თანამედროვეობის აქტუალური პრობლემაა – მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია არასწორი კვება და ფიზიკური დატვირთვის არარსებობა.
სიმსუქნის მიზეზები:
- არასწორი კვების რეჟიმი
- სტრესი
- გენეტიკური განწყობა
- ქრონიკული და ენდოკრინოლოგიური დაავადებები
ჭარბი წონა ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს, როგორიცაა:
- დიაბეტი
- გულის უკმარისობა
- ცხიმოვანი ჰეპატოზი
- ოსტეოართრიტი
ჭარბი წონის მნიშვნელოვანი გართულებები:
- შაქრიანი დიაბეტი
- შარდის შეუკავებლობა
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
- გულის დაავადებები
- ძილის ობსტრუქციული აპნეა
- ოსტეოართრიტი
- ერექციული დისფუნქცია
ჭარბი წონის დროს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია და საჭირო სამედიცინო კვლევები.