მოგესალმებით მედიქალ ვორლდის ლაბორატორიიდან, დღეს მინდა მოგიყვეთ ლაბორატორიული პროცესების შესახებ ნიმუშის ჩაბარებიდან შედეგის მიღებამდე,
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რომ ნიმუშის აღებამდე აუცილებელია პაციენტის მომზადება, ანუ პრე ანალიტიკური წესების დაცვა, რაშიც იგულისხმება: უზმოდ ყოფნა, ფიზიკური აქტივობებისგან თავის შეკავება, 8-16 საათიანი დიეტის დაცვა, სისხლის აღება დილით კონკრეტულ საათამდე 9-10სთ-მდე.
ასევე სასურველია ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებმა, თავი შეიკავონ მედიკამენტის მიღებისგან.
ჩაბარებულ ნიმუშს ლაბორატორიაში ენიჭება ინდივიდუალური ბარკოდი, მუშავდება ანუ ცენტრიფუგირდება და თავსდება ანალიზატორში.
მინიჭებული ბარკოდი აძლევს ანალიზატორს ინფორმაციას თუ რა ტესტი აქვს დანიშნული პაციენტს, ნიმუში თავსდება აპარატში და სრულიად დამოუკიდებლად აწარმოებს კვლევას ოპერატორის ჩარევის გარეშე. კვლევის დასრულების შემდეგ, მონაცემები ავტომატურად იბეჭდება, ექიმი-ლაბორატორი აანალიზებს მიღებულ შედეგს და პროგრამულად პასუხი ეგზავნება პაციენტს. 55წმ