სიმსივნის ინდივიდუალური მოლეკულური გენეტიკური მახასიათებლების შესახებ მონაცემები ემსახურება:
- მკურნალობის პერსონალიზებული მიდგომის განსაზღვრას
- ავთვისებიანი ფორმების დროს დაავადების მიმდინარეობისა და შედეგის პროგნოზირებას.
- სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის დროულ კორექციას.
- სიმსივნის გენეტიკური პროფილის შეფასების მოლეკულური ტექნიკა საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად შეისწავლოს სიმსივნის თვისებები ინდივიდუალურად.
- მკერდის სიმსივნის HER2 სტატუსის ზუსტი განსაზღვრა აუცილებელია მკურნალობის სტრატეგიის შესახებ კლინიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
კვლევის მიზანია:
- სარძევე ჯირკვლის კიბოს სისტემური თერაპიის ეფექტურობის გაზრდა
- დანიშნული არასაჭირო მედიკამენტების რაოდენობის შემცირება
- სარძევე ჯირკვლის კიბოს სისტემური მკურნალობის დანიშვნის პერსონალური მიდგომის უზრუნველყოფა.
ყველა სიმსივნე მოწმდება HER2 ცილაზე, რომელიც სიმსივნური უჯრედის ზედაპირზეა განლაგებული. სიმსივნური უჯრედებიც იყოფა HER2 დადებითად და HER2 უარყოფითად. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროს, რადგან HER2 დადებითის შემთხვევაში ინიშნება პრეპარატები, რომლებიც პირდაპირ HER2 რეცეპტორებზე მოქმედებენ.
HER2 უარყოფითი სიმსივნის დროს გამოიყენება სულ სხვა მეთოდი.
მეთოდი, რომელიც HER2 გენების რაოდენობას განსაზღვრავს უჯრედში არის FISH.
მკერდის კიბოს ყველა ფორმა უნდა შემოწმდეს ჰორმონალური რეცეპტორების სტატუსზე, რადგან ამ ანალიზების პასუხზეა დამოკიდებული მკურნალობის მეთოდის შერჩევა. მაგალითად, ჰორმონალური თერაპია ზღუდავს სიმსივნური უჯრედების მომარაგებას მისი ზრდისთვის საჭირო ჰორმონებით და ბუნებრივად აჩერებს სიმსივნის ზრდას.