13 მარტი – თირკმლის მსოფლიო დღე

2025 წელს თირკმლის მსოფლიო დღე 13 მარტს აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება თირკმლის დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის შესახებ.

თირკმლის დაავადებებით მსოფლიოში 850 მილიონი ადამიანი ფიქსირდება, წელიწადში 2.4 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს და სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის მე-6 ადგილს იკავებს. მიუხედავად ამ სტატისტიკისა, დაავადებული ადამიანებიდან 10-დან 9-ს არ აქვს ინფორმაცია  ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

თირკმლის ქრონიკული დაავადებების ადრეულ ეტაპზე არ გააჩნიათ გამხატული სიმპტომები. ამიტომ პრევენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თირკმლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

თირკმლის დაავადებების სკრინინგი მოიცავს შარდისა და სისხლის ანალიზებს, ასევე თირკმლის ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევებს.
ჩვენს ლაბორატორიაში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სამედიცინო მომსახურება:

  • გლუკოზის დონის განსაზღვრა
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • შარდის საერთო ანალიზი
  • კრეატინინი
  • შარდოვანა
  • შარდმჟავა
  • ნარჩენი აზოტის განსაზღვრა
  • სისხლში ლიპიდური ცვლის კონტროლი
  • შარდის საერთო ანალიზი მიკროსკოპიასთან ერთად
  • თირკმლისა და საშარდე გზების ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ტიპის კვლევების ჩატარება მაშინ, როდესაც არსებობს დაავადების განვითარების მაღალი რისკი. მაგალითად თუ გაქვთ დიაბეტი, თირკმლის დაავადებების ისტორია ოჯახში ან მაღალი წნევა.

თუ თქვენ შეამჩნიეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შარდის ცვლილებები, შეშუპება ან მუდმივი დაღლილობა, შეგიძლიათ მიმართოთ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ფილიალებს. ლაბორატორიული კვლევების დროული და ზუსტი მონაცემები, ასევე პროფესიონალი ექიმების მიერ ჩატარებული ულტრასონოგრაფიული გამოკვლევები დაგეხმარებათ პრობლემის ადრეულად გამოვლენაში.

#თირკმლისმსოფლიოდღე #გაეცანითპრევენციას #ჯანსაღიახალგაზრდობა #თირკმლებისჯანმრთელობა #პრევენციები

Cart