
A და B ტიპის სეზონური გრიპის ვირუსები მაღალი ტემპერატურით, კუნთების ტკივილითა და საერთო სისუსტით მიმდინარეობს, თუმცა დაავადების ხანგრძლივობა და გართულებების რისკი უფრო მაღალია A ტიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში.
A ტიპის ვირუსებს მიეკუთვნება ღორის გრიპი (AH1N1). ღორის გრიპის დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში ვიზიტი აუცილებელი არ არის — ჩვენი მობილური ჯგუფი თქვენს სახლში მოვა ზუსტად მაშინ, როცა გჭირდებათ.
ტესტი ტარდება ცხვირ-ხახის ნაცხით, ხოლო პასუხი მზად არის 15 წუთში.
A და B ტიპის ვირუსის და Covid-19-ის სადიაგნოსტიკო კომბინირებული სწრაფი ტესტის ღირებულება “მედიქალ ვორლდის ლაბორატორიაში” 50 ლარია.
ღორის გრიპის ვირუსი (AH1N1) ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
- მაღალი ტემპერატურა (ხშირად 38-40°C);
- ძლიერი სისუსტე და დაღლილობა;
- თავის ტკივილი;
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
- ცხელება და შემცივნება;
- მშრალი ხველა;
- ყელის ტკივილი;
- ცხვირის გაჭედვა ან სურდო;
- ხმის ჩახლეჩა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ შესაძლოა აღინიშნებოდეს:
- გულისრევა;
- ღებინება;
- დიარეა;
- მუცლის ტკივილი.
აღნიშნული სიმპტომებიდან რამდენიმეს ერთდროულად არსებობის შემთხვევაში აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები, განსაკუთრებით ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
ლაბორატორიის ბინაზე მომსახურება უფასოა: გამოსაძახებლად დაგვიკავშირდით:
032 218 02 80

