ანემია ანუ სისხლნაკლებობა მდგომარეობაა, როდესაც სისხლში ჰემოგლობინის საერთო რაოდენობა მცირდება. უმრავლეს შემთხვევაში მას თან ახლავს ერითროციტების რიცხვის შემცირება.
ანემიის სიმპტომებია:
- სისუსტე, დაღლილობა
- უმადობა
- ფერმკრთალი კანი
- სიცივეზე მგრძნობელობა
- პულსის აჩქარება
- ხშირი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
- თმის ცვენა
- მტვრევადი ფრჩხლები
რამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია? ანემიის სამ ძირითად გჯუფს არჩევენ:
- სისხლის დაკარგვის შემდგომ განვითარებული ანემია (პოსტჰემორაგიული)
- სისხლის წარმოქმნის დარღვევის გამო განვითარებული ანემია
- სისხლის გაძლერებული დაშლის გამო განვითარებული ანემია (ჰემოლიზური)
მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ანემიებს.
სისხლის დაკარგვის შემდგომ განვითარებული ანემია
სისხლის დაკარგვის შემდგომ განვითარებული ანემიები შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.
მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია ვითარდება ერთბაშად სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო. მწვავე სისხლდენის დროს ვითარდება ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება თანმხლები არტერიული წნევის დაცემით, ორგანოებისა და ქსოვილების ჰიპოქსია.
ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია ვითარდება იმ შემთხვევაში როცა ხდება სისხლის ნელი და ხანგრძლივი დაკარგვა.
სისხლის წარმოქმნის დარღვევის გამო განვითარებული ანემია
სისხლის წარმოქმნის დარღვევის შედეგად განვითარებულ ანემიებს მიეკუთვნება რკინის, ვიტამინ B12-ის და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის გამო განვითარებული ე.წ დეფიციტური, ჰიპო და აპლასტიური ანემიები.
რკინადეფიციტური ანემია განსაკუთრებით ხშირია. მათი მიზეზებია მრავალჯერადი განმეორებითი სისხლდენა, რკინის გაძლიერებული ხარჯვა ზრდის და მომწიფების პროცესში, ორსულობის და ლაქტაციის დროს, როცა გაძლიერებულია ორგანიზმის მოთხოვნა რკინაზე.
ვიტამინ B 12 და/ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტური ანემია შეიძლება განვითარდეს საკვებში მისი ნაკლებობისას, წვრილ ნაწლავში მისი შეწოვის დარღვევისას და სხვა.
რკინაცეფიციტური ანემიის თავიდან ასაცილებლად სასურველია მიიღოთ შემდეგი საკვები პროდუქტები:
- წითელი ხორცი და ღვიძლი
- ზღვის პროდუქტები
- ნიგოზი
- კვერცხი
- მწვანე ბოსტნეული
- ხილი (ყურძენი, ვაშლი, გარგარი)
- წიწიბურა და სხვა მარცვლეული
- ნიორი
ჰიპო და აპლაზიური ანემიები ვითარდება სისხლწარმოქმნის დათრგუნვის გამო.
ჰიპო და აპლაზიური ანემიები ასევე ვითარდება ძვლის ტვინის ლეიკოზური უჯრედებით, სიმსივნის მეტასტაზებით (სარძევე, ფარისებრი, წინამდებარე ჯირკვლოს კიბო) ან კიდევ ძლოვანი ქსოვილით ჩანაცვლების შემთხვევაში. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითი ფაქტორებიც.
ერითროციტების გაძლერებული დაშლის გამო განვითარებული ანემია
ჰემოლიზური ანემიების დროს სისხლწარმოქმნას ჭარბობს სისხლის დაშლა. ჰემოლიზური ანემიები იყოფა სისხლმილშიდა და სისხლმილგარეთა ჰემოლიზურ ანემიებად.
სისხლმილშიდა ჰემოლიზით განპირობებული ანემიები გამიწვეულია სხვადასხვა მიზეზით, ჰემოლიზური შხამები, მძიმე დამწვრობები, სეფსისი, რეზუს ფაქტორისა და ჯგუფის მიხედვით შეუთავსებელი სისხლის გადასხმა.
სისხლმილგარეთა ჰემოლიზის შედეგად განვითრებულ ანემიებს გააჩნიათ მემკვიდრული ხასიათი. ამ დროს ერითროციტების დაშლა ხორციელდება უპირატესად ელენთის, ძვლის ტვინის, ღვიძლის, ლიმფური კვანძების მაკროფაგებში. ვითარდება ელენთის გადიდება.
ანემიის დიაგნოსტირებისთვის ექიმი აგროვებს ოჯახურ ანამნეზს, აწარმოებს გამოკვლევებს, რომელიც შედის სისხლის საერთო ანალიზი.
სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. მისი საშუალებით, შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადებათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ანემიას, ინფექციებს, ლეიკემიებსა და ა.შ. სისხლის საერთო ანალიზით ისაზღვრება სისხლის მრავალი კომპონენტი. ესენია:
- სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ
- სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან უცხო აგენტებს
- ჰემოგლობინი, რომელიც წარმოადგენს სისხლის წითელ უჯრედებში არსებულ ჟანგბადდამაკავშირებელ ცილას
- ჰემატოკრიტი, რომელიც წარმოადგენს სისხლის ფორმიანი ელემენტებისა და პლაზმის, ანუ სისხლის თხიერი ნაწილის ფარდობას
- თრომბოციტები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში
ანემიის გამოსავლენად ან პრევენციისთვის ანალიზების ჩატარება „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიაშია“ შესაძლებელი. ლაბორატორიის ფილიალები მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს. მისამართები კი შემდეგია:
- ლუბლიანას N56
- ი. ჭავჭავაძის N41
- ქეთევან წამებულის N2
- ალ. ყაზბეგის N19გ
- Რუსთავი, მესხიშვილის N5
- ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N26
- ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის N28
- ზუგდიდი, კ. გამსახურდიას N132
- ფოთი, რუსთაველის რკალი N14/2
- ახალციხე, რუსთაველის N44ა
- თელავი, ვარდოშვილის N20
- ახალქალაქი, ნალბანდიანის N46