ჰომოცისტეინი
ჰომოცისტეინი არის ამინომჟავა, რომელიც უჯრედების რეგენერაციაში და სინთეზში მონაწილეობს. იგი საკვებთან ერთად არ ხვდება ორგანიზმში და სინთეზდება მეთიონინისაგან და ვიტამინების В6, В12 და ფოლიუმის მჟავის და ფერმენტების დახმარებით შეიძლება გარდაიქმნას ისევ მეთიონინად და ცისტეინად. ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთის დეფიციტის ან გენეტიკური პათოლოგიის (ჰომოცისტეინურია) შემთხვევაში სისხლში ჰომოცისტეინის დონე მატულობს. ჰომოცისტეინის მაღალი დონე სავარაუდოდ მიუთითებს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიაზე, მოსალოდნელ […]