D ვიტამინი

D ვიტამინის მთავარი როლი არის ადამინის ორგანიზმში კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის დონის რეგულირება სისხლში, რაც თავის მხრივ აუცილებელია კბილების და ძვლების სწორი ზრდისთვის , ფორმირებისთვის, იმუნური სისტემის რეგულირებისთვის.

ამ ვიტამინის ნაკლებობის დროს პაციენტი უჩივის:

  • დაღლილობას
  • ენერგიის დაქვეითებას
  • კუნთების ტკივილს
  • თმის ცვენას
  • უქვეითდება იმუნური სისტემა
  • შფოთვები

D ვიტამინის წარმოქმნა ხდება ორი გზით. ის წარმოქმნება, როგორც მზის სხივების ზემოქმედებით ასევე- რიგი საკვების მიღებით.

D ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ხანდაზმულები, მუქი კანის მქონე ადამიანები, ორსულები, ადამიანები რომლებიც ნაკლებ დროს ატარებენ მზის სხივების ქვეშ.

D ვიტამინის მაჩვენებლის მოსამატებლად აუცილებელია კვირაში ორჯერ მაინც მზის სხივების მიღება 10-20 წთის განმავლობაში, ასევე აუცილებელია კვებით ხელშეწყობა და ისეთი პროდუქტების მიღება როგორიცაა:

კალმახი, ორაგული, რძე, კვერცხი, საქონლის ღვიძლი, საქონლის ხორცი, ბროკოლი, სტაფილო, ნუში, მზესუმზირა და სხვა.

Cart