საყოველთაოდ აღიარებულია,
რომ D ვიტამინის დეფიციტი
ჯანდაცვის გლობალური პრობლემაა.
უკანასკნელი პერიოდის კვლევებმა დაადასტურა, რომ D ვიტამინის დეფიციტი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ძვლოვან სისტემაზე, არამედ ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. აღმოჩენილია, რომ D ვიტამინის რეცეპტორების დიდი რაოდენობა არის თავის ტვინში და ითვლება, რომ სწორედ მისი მაღალი დონე აუცილებელია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. საუბარია იმაზე, რომ დეპრესია, მახსოვრობის დეფიციტი შეიძლება უკავშირდებოდეს D ვიტამინის დეფიციტს რაც ცხადი გახდა გუნება-განწყობილებაზე დაკვირვებით.
სწორედ D ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული ბავშვებში – რაქიტი და ხანდაზმულებში – ხშირი მოტეხილობები ,ასევე კვლევები ადასტურებენ, რომ D ვიტამინის დეფიციტი იმუნიდეფიციტთან პირდაპირ კავშირშია.
ამიტომაც D ვიტამინის ყოველდღიური მიღება აუცილებელია.
D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები, მისი მთავარი დანიშნულებაა კალციუმის და ფოსფორის შთანთქმის დარეგულირება. კვლევებზე დაყრნობით ცნობილია, რომ D ვიტამინი მონაწილეობს ცილის სინთეზში და არეგულირებს კუნთების ფუნქციონირებას.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ადამიანები რომლებიც გარეთ არ მუშაობენ და ხშირად მაღალი ინსოლაციის პირობებში არ იმყოფებიან, მათ საჭიროა ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევა და დაადგინონ აქვთ თუ არა D ვიტამინის დეფიციტი.
ბუნებრივი გზით, მზის სხივებთან ერთად, D ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებიდან:
ზეთოვანი თევზი: კალმახი, სკუმბრია, თინუსი, გველთევზა, ქაშაყი ან თევზის კონსერვი.სოკო, რძე ან რძის პროდუქტები. ფორთოხლის წვენი, კვერცხი, სოიო.
რაციონში D ვიტამინის დამატების გადაწყვეტილება ექიმის რეკომენდაციის და ლაბორატორიული დიაგნოსტირების გარეშე მიზანშეწონილი არ არის.
როგორ უნდა მიხვდეთ გაქვთ თუ არა D ვიტამინის დეფიციტი?
ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგალითად თუ გაქვთ კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევადობა, ჭარბი ოფლიანობა, შეიძლება ეს ყველაფერი კავშირში იყოს D ვიტამინის და სხვა ვიტამინების ნაკლებობასთან.
ამერიკის ენდოკრინოლოგთა საზოგადოებამ შექმნა რეკომენდაციები D ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის.
იგი რეკომენდაციას უწევს 25(OH)D3-ის დონეს >30 ნგ/მლ (>75 ნმოლი/ლ), სადაც სასურველ ზღვრად მიიჩნევა 40-60 ნგ/მლ (100-150 ნმოლი/ლ) [16].
ახალშობილებში 1 წლამდე D ვიტამინის რეკომენდებული დოზა არის 400-1000 სე (10-25 მკგ),
ბავშვებისთვის 1 წლიდან ზემოთ 600-1000 სე (15-25 მკგ)
და ყველა სხვა ზრდასრულისთვის რეკომენდებული დოზაა 1500-2000 სე დღეში (37,5-50 მკგ) [16].
ჭარბწონიან პირებში (სმი >30 კგ/მ2) D ვიტამინის დღიური დოზები სამჯერ მაღალია, ვიდრე სტანდარტულად რეკომენდებული ნორმალური სხეულის მასის მქონე პირებისთვის [16].
თუ თქვენ აღმოგაჩნდათ D ვიტამინის დეფიციტი,
25(OH)D3-ის კონცენტრაციის დინამიკაში კონტროლი უნდა განხორციელდეს მკურნალობის დაწყებიდან 8-12 კვირის განმავლობაში.