„ონლაინ კლინიკის“ ინიციატივითა და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ მხარდაჭერით, რაჭის მოსახლეობა სპეციალური აქციით ისარგებლებს.
კერძოდ, 3 და 4 ივლისს, ონისა და ამბროლაურის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრებში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ „ონლაინ კლინიკის“ ექიმები:
- ნინო კაკაბაძე – ინფექციონისტი;
- თამარ გვენცაძე – ბავშვთა ფსიქოლოგი;
- თინათინ ობოლაძე – ალერგოლოგ-იმუნოლოგი.
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ონისა და ამბროლაურის მოსახლეობისთვის, ლაბორატორიული კვლევების სრულ სპექტრზე 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება.
კომპანიების მიზანია, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო სერვისები მეტად ხელმისაწვდომი გახადონ.
შეგახსენებთ, „ონლაინ კლინიკა“ არის თანამედროვე ადამიანისთვის ყველაზე მოსახერხებელი სივრცე ინტერნეტში, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს. ეს კი მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ, ერთ სივრცეში და უმოკლეს ვადაში მიიღონ სანდო ინფორმაცია სამედიცინო სერვისების შესახებ.
რაც შეეხება „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიას“, კომპანია საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებითა და რეაგენტებითაა აღჭურვილი. ამასთან, ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც უზრუნველყოფს ანალიზების სიზუსტესა და ხარისხს.
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში ერთ-ერთი დიდი ქსელური ლაბორატორიაა. კომპანიის ფილიალები ქვეყნის 14 ქალაქშია წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას 1000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარება შეუძლია. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.