ღვიძლის პროფილაქტიკა

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. იგი მონაწილეობს საკვების გადამუშავებაში,ჰორმონალურ ბალანსში,მეტაბოლიზმის პროცესებში და  წარმოადგენს „საწყობს“ ვიტამინებისა და მინერალებისთვის .

ცილები,ცხიმები,ნახშირწყლები და ვიტამინები ორგანიზმში ხვდებიან საკვები პროდუქტებით.საკვებ გადამამუშავებელ ტრაქტში ხდება მათი დაქუცმაცება და გადამუშავება.შემდეგ ხვდებიან ღვიძლში სადაც ისევ მიმდინარეობს მათ გადამუშავება ბიოქიმიური რეაქციით.

ღვიძლი ცილებისგან წარმოქმნის ალბუმინს,ფიბრინოგენს და პროთრომბინს,ნახშირწყლებისგან გლიკოგენს და ცხიმებისგან ქოლესტერინს ,როგორც აღვნიშნეთ ღვიძლში ხდება მინერალების და ვიტამინების დაგროვება,რომლებიც საჭირო მომენტში გადადის სისხლში და ხმარდება ორგანიზმს.

ღვიძლს თავად შესწევს უნარი წარმოქმნას A და B12 ვიტამინი,ერითროციტებისა და სისხლის სხვა უჯრედებისგან წარმოიქმნება ბილირუბინი რომელიც შარდის საშუალებით გამოიყოფა,ღვიძლი ასინთეზირებს ჰემოგლობინს.

ღვიძლის თითქმის ყველა დაავადება მიმდინარეობს ზურგის მხარეს,ნეკნების ქვეშ ტკივილის შეგრძნებით.ფიზიკური დატვირთვისას ტკივილი მატულობს,მოსვენებულ მდგომარეობაში იკლებს.ტკივილი ასევე იმატებს მცარე,ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღების შემდეგაც.

ღვიძლის დაავადებების საერთო ნიშნებს მიეკუთვნება: მადის დაქვეითება,პირღებინების შეგრძნება და პირღებინება,სისუსტე,მოთენთილობა,შრომის უნარის დაქვეითება.

ღვიძლში ანთებით პროცესის ლოკალიზაციისა და დაზიანების ხარისხის მიხედვით ამ ორგანოს დაავადებები იყოფა ორ ჯგუფად: დიფუზურ და კეროვან ჯგუფებად.

დიფუზურია დაავადება როდესაც მთელი ორგანოს დაზიანება ხდება,მაგალითად ვირუსული და მწვავე ჰეპატიტები,სტეატოზი,ბილიარული ციროზი და სხვა.

კეროვანი დაავადების ჯგუფს მიეკუთვნება სიმსივნეები და კისტები.

ჰეპატიტები იყოფა 2 ჯგუფად: მწვავე და ქრონიკული.

მწვავე ფორმა ვითარდება მოულოდნელად და აზიანებს ღვიძლის მთელ ზედაპირს.დაავადებას იწვევს ვირუსები რომლებიც ორგანიზმში ხვდება სხვადასხვა გზით,სწორედ იმის მიხედვით თუ რომელი გზით მოხვდა ორგანიზმში ვირუსი იყოფა რამოდენიმე ტიპად: A,B,C,E და F. A ჰეპატიტი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს დაბინძურებული წყლით ან პროდუქტებით.Bჰეპატიტი სისხლის გზით.C ჰეპატიტიც სიხლის გზით და შეიძლება იშვიათ შემთხვევაში სქესობრივი გზითაც.ღვიძლის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს მედიკამენტების დიდი ხნით მიღება,არასწორი კვება,ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

ციროზი ღვიძლის საკმაოდ რთული დიფუზური დაავადებაა.გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსი და ალკოჰოლიზმი.ჰიპერპლასტიკური ქსოვილი სწრაფად მრავლდება,იკავებს თითქმის მთელ ზედაპირს და ჩაანაცვლებს ჯანსაღ ნორმალურ უჯრედებს.რის შედეგადაც ქსოვილებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა.

ბილიარული  ციროზი ღვიძლის დაავადებათა განსაკუთრებულ ფორმას მიეკუთვნება.ანთებითი პროცესი აზიანებს სანაღვლე გზებს.შემდეგ გადადის ღვიძლის უჯრედებზე და ხდება ჯანმრთელი ქსოვილის ჰიპერპლასტიური ან შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლება.

ღვიძლის უამრავი პათოლოგია არსებობს: არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი,ორსულთა სიყვითლე,სარკოიდოზი,რეის სინდრომი,ნეონატალური ჰეპატიტი,ღვიძლის ამებოიდური აბსცესი,აუტოიმუნური ჰეპატიტი,ვილსონ-კონოვალოვას დაავადება,ალფა-1-ანტიტრიპსინის დეფიციტი და სხვა.

ყველა დაავადება მეტად საყურადღებოა და დროულად საჭიროებს ჩარევას და ყურადღებას.ძირითად რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები რომლებიც არაჯანსაღად იკვებებიან,დიაბეტიანი პაციენტები,ჭარბწონიანები და სხვა.

ღვიძლის პათოლოგიების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ აუცილებელია მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ რიგი გამოკვლევები. ექოსკოპია,კტ ან მრტ კვლევა,და რაც მთავარია უნდა მოხვდეს სისხლის გამოკვლევა.

 

ჩამოთვლილი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შესაძლებელია ღვიძლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა

 

სისხლის საერთო ანალიზი:

კოაგულოგრამა

ღვიძლის ფუნქციური სინჯები:

  1. ალანინნამინოტრანსფერაზა
  2. ასპარტატამინოტრანსფერაზა
  3. გამაგლუტამინტრანსფერაზა
  4. საერთო ბილირუბინი
  5. პირდაპირი ბილირუბინი
  6. არაპირდაპირი ბილირუბინი
  7. ტუტე ფოსფატაზა
  8. ალბუმინი
  9. საერთო ცილა
  10. ალფაფეტოპროტეინი

 

კვლევა ჰეპატიტებზე

  1. A
  2. B
  3. C
Cart