თითოეული წვეთი სისხლი, ანალიზი და შედეგი — ეს არის გზა სწორ დიაგნოზამდე. ლაბორატორიული მედიცინაა ის უხილავი გმირი, რომელიც ყოველდღიურად უდიდეს როლს ასრულებს პაციენტთა კეთილდღეობისთვის. ჩვენთვის მთავარი მიზანია სანდო და ზუსტი პასუხები მივაწოდოთ პაციენტს, რაც შემდეგ ექიმებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
რატომ არის ლაბორატორიული მედიცინა ასეთი მნიშვნელოვანი?
- დიაგნოზების 70% ლაბორატორიულ მონაცემებზეა დაფუძნებული
- ლაბორატორიული კვლევები ხელს უწყობს დაავადების ადრეულ აღმოჩენას
- სწორად შერჩეული ანალიზები ამცირებს არასწორი მკურნალობის რისკს
ლაბორატორიული მედიცინის კვირეულში, გვინდა გამოვხატოთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. თქვენი წვლილი სამედიცინო სფეროში, ყოველდღიურად ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ.