მიკოპლაზმა

მიკოპლაზმოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მიკოპლაზმა იწვევს. მიკოპლაზმა მიკროორგანიზმია, რომელსაც სამედიცინო კლასიფიკაციაში შუალედური მდგომარეობა უჭირავს ბაქტერიებს, სოკოებსა და ვირუსებს შორის.

მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. პარაზიტობს მასპინძელი ორგანიზმის უჯრედებზე, საიდანაც საკვებად საჭირო ნივთიერებებს იღებს.
მიკოპლაზმა უმთავრესად ეკვრის ნაწლავების ეპითელიუმს, სასუნთქი და შარდსასქესო ტრაქტის ამომფენ ლორწოვან გარსს. აქედან გამომდინარე, ინფექციის კარიბჭეს რესპირატორული და შარდსასქესო ტრაქტის ლორწოვანი გარსები წარმოადგენს.
მიკოპლაზმის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ადამიანისთვის პათოგენურია მხოლოდ ოთხი მათგანი, რომლებიც განსაკუთრებულ პირობებში დაავადებას იწვევენ.

  ერთერთი მათგანი, Mycoplasma pneumonia, აზიანებს სასუნთქ სისტემას და იწვევს ყელის, ბრონქების, ფილტვების ანთებით დაავადებებს. დანარჩენი სამი – Mycoplasma genitalium, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealiticum – შარდსასქესო მიკოპლაზმოზის გამომწვევია (დღესდღეობით ამ დაავადებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის).
მიკოპლაზმა გადაეცემა:

  • სქესობრივი გზით;
  • ჰაერწვეთოვანი და საყოფაცხოვრებო გზითმიკოპლაზმოზით დაავადებულთან უშუალო კონტაქტით, და საერთო მოხმარების საგნებით.

 ინფიცირება ასევე შესაძლოა მოხდეს მუცლადყოფნის პერიოდში ან მშობიარობის დროს (მიკოპლაზმოზით დაავადებული დედისგან ახალშობილი სამშობიარო გზების გავლისას ინფიცირდება).

     მიკოპლაზმოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ ძნელიასპეციფიკური სიმპტომები არ არსებობს, მიკოპლაზმა კი იმდენად პატარაა, რომ ჩვეულებრივი მიკროსკოპით მისი აღმოჩენა შეუძლებელია. დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოსაკვლევ პირს უღებენ ნაცხს და მას პოლიმერულჯაჭვური რეაქციით (პჯრ, დნმ დიაგნოსტიკა) ან იმუნოფლუორესცენციური მეთოდით იკვლევენ. დიაგნოსტიკა შესაძლებელია ვენიდან აღებული სისხლის მიკოპლაზმის საწინააღმდეგო ანტისხეულების შემცველობაზე გამოკვლევითაც.

Cart