ჰელიკობაქტერია პილორი ადამიანის ქრონიკული ინფექციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ინფიცირება ჩვეულებრივ ბავშვთა ასაკში ხდება. მკურნალობის გარეშე, ადამიანის ორგანიზმი ვერ უმკლავდება ჰელიკობაქტერია პილორს და ის კუჭში მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
რა სიმპტომებს ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის ქრონიკულ ანთებას, რომელსაც ჰელიკობაქტერია პილორი იწვევს?
- ტკივილი და დისკომფორტი კუჭის არეში
- სიმძიმის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ
- გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება
- სისხლიანი ღებინება ანმელენა (შავი, კუპრისებრი განავალი)
რა შემთხვევაშია მნიშვნელოვანი ჰელიკობაქტერია პილორის გამოვლენა?
- ქრონიკული ზედაპირული, ატროფიული და ეროზიული გასტრიტის დროს
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას
- წარსულში წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევაში
- კუჭის მჟავიანობის დამწევი პრეპარატების ხანგრძლივად მიღებისას
- ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების რეგულარულად მიღებისას
- თუ ახლო ნათესავს გამოუვლინდა კუჭის კიბო
- სისხლის ზოგიერთი დაავადების არსებობის შემთხვევაში
როგორ გამოვავლინოთ ჰელიკობაქტერია პილორი?
ჰელიკობაქტერია პილორის დიაგნოსტირების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ბაქტერიის არსებობის დადგენა შესაძლებელია გასტროსკოპიის, ასევე, სპეციალური სუნთქვითი ტესტის, სისხლისა და კალას ანალიზით.
დიაგნოსტირების მეთოდს ექიმი არჩევს.
როგორ იკურნება ჰელიკობაქტერია პილორი?
ჰელიკობაქტერია პილორის სამკურნალოდ ექიმის მიერ ინიშნება ანტიბიოტიკები. მკურნალობის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 10-14 დღეს შეადგენს.
რა შედეგს მოიტანს ჰელიკობაქტერია პილორის ინფექციის მკურნალობა?
- განკურნავს ქრონიკულ გასტრიტს
- შეაჩერებს კუჭის ლორწოვანი გარსის ატროფიას
- შეაჩერებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავებას
- შეამცირებს კუჭის კიბოს განვითარების რისკს
- შეამცირებს ლორწოვანი გარსის დაზიანების შესაძლებლობას ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების რეგულარულად მიღებისას
გესაჭიროებათ თუ ჰელიკობაქტერია პილორზე გამოკვლევა?
- თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან 3-4 აღგენიშნებათ, გირჩევთ ექიმს მიაკითხოთ და გამოკვლევა ჩაიტაროთ:
- ტკივილი მუცლის ზედა არეში ჭამის შემდეგ
- სწრაფი დანაყრების შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ
- ტკივილი უზმოზე, ღამით და კვებას შორის ხანგრძლივი შესვენებისას მუცლის ზედა ნაწილში
- მადის არქონა დილაობით
- გულძმარვა
- თუ გყავთ ოჯახის წევრები ან ნათესავები გასტრიტისა და წყლულის დიაგნოზით
სად ტარდება კვლევა ჰელოკობაქტერია პილორზე?
ჰელიკობაქტერია პილორის პჯრ კვლევა დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს წარმოადგენს, რომლის დროსაც ხდება ბიოფსიური მასალიდან გამოყოფილი ბაქტერიის დნმ-ის იდენტიფიცირება და კლარიტრომიცინ რეზისტენტობის დადგენა.
კვლევა ტარდება „მედიქალ ვორლდის“ ლაბორატორიის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ფილიალების მისამართებია:
- ლუბლიანას N56
- ი. ჭავჭავაძის N41
- ქეთევან წამებულის N2
- Რუსთავი, მესხიშვილის N5
- გორი, სტალინის N25
- ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N26
- ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის N28
- ზუგდიდი, კ. გამსახურდიას N132
- ფოთი, რუსთაველის რკალი N14/2
- ახალციხე, რუსთაველის N44ა
- თელავი, ვარდოშვილის N20
- ახალქალაქი, ნალბანდიანის N46