ფარისებრი ჯირკვალი და მისი ფუნქცია

ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა. იგი ორგანიზმისთვის ორ ჰორმონს – ტრიოდთირონინსა და თიროქსინს გამოიმუშავებს. მათ T3-ით და T4-ით აღნიშნავენ.

ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შეფასებაში, აღნიშნულ ჰორმონებთან ერთად, გვეხმარება სისხლში თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა, რომელიც აღინიშნება TSH-ით. იგი ჰიპოფიზში (თავის ტვინში) გამოიყოფა და ყველა სახის ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს, რაც საბოლოდ ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ზემოქმედებით ნახშირწყლოვანი ცვლა, ცხიმების სინთეზი და დაშლა საგრძნობლად აქტიურდება. ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევის შემთხვევაში ადამიანი წონაში იკლებს ან იმატებს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცილების ცვლაზეც, რომლებიც არამარტო ფიზიკური, არამედ ფსიქიკური განვითარებისთვის აუცილებელია. მათი ნაკლებობის დროს ბავშვები თანატოლებს ჩამორჩებიან გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში, ზრდასრული ადამიანი კი ჰორმონების დეფიციტის დროს მეხსიერების გაუარესებასა და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას უჩივის.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ჰიპოთირეოზი, ფუნქციის სიჭარბეს კი ჰიპერთირეოზი ეწოდება.

ჰიპოთირეოზის დროს აღინიშნება:

  • დეპრესია, მოდუნება, ადინამია
  • წონის აუხსნელი მატება
  • ყაბზობა
  • კანის სიმშრალე (განსაკუთრებით ქუსლების და იდაყვების არეში)
  • მცივანობა
  • მეხსიერების დაქვეითება
  • თმის ცვენა ფრჩხილების განშრევება და მტვრევადობა
  • დაბალი არტერიული წნევა
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება

ჰიპერთირეოზის დროს აღინიშნება:

  • წინაში უმიზეზო კლება
  • მომატებული აგზნებადობა
  • ჭარბი ოფლიანობა
  • გულის ფრიალი
  • ნაწლავთა გახშირებული მოქმედება
  • ხელის თითების კანკალი
  • სხეულის კანი შეხებით თბილი და ნოტიოა
  • მატულობს არტერიული წნევა და აღინიშნება ტაქიკარდია

თუ ზევით ჩამოთვლილთაგან რამოდენიმე ჩივილი აგეღნიშნებათ, აუცილებელია ჩატარდეს ანალიზები (FT3 , FT4 ,TSH, Anti TPO…) და შეფასდეს ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა ჰორმონებისა და ანტისხეულების განსაზღვრით.

 

ანალიზები ფარისებრი ჯირკვლის კვლევისთვის შეგიძლია “მედიქალ ვორლდის ნებისმიერ” ფილიალში ჩაიტაროთ.

Ჩვენი მისამართებია:

თბილისი
  • ლუბლიანას N56
  • ი. ჭავჭავაძის N41
  • ქეთევან წამებულის N2
  • ალ. ყაზბეგის N19გ

რეგიონები:

  • ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N26
  • ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის N28
  • ზუგდიდი, კ. გამსახურდიას N132
  • ფოთი, რუსთაველის რკალი N14/2
  • ახალციხე, რუსთაველის N44ა
  • თელავი, ვარდოშვილის N20
  • ახალქალაქი, ნალბანდიანის N46
Cart