ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა პეპლის ფორმის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს კისრის წინა მხარეს, კანის ქვეშ. ჩვენს ტვინში არსებული ჯირკვალი ჰიპოფიზი გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.
TSH-ის ჰორმონი პასუხისმგებელია გულის და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციების გამართულ მუშაობაში.
TSH-ის დაბალი მაჩენებლის დროს განვითარებული სიმპტომებია:
- • სწრაფი გულისცემა
- • კანკალი
- • შფოთვის შეგრძნება
- • მადის მომატების ფონზე, წონის აუხსნელი კლება
- • დიარეა
- • გამონაყარი
- • მხედველობის დაქვეითება
TSH-ის მაღალი მაჩენებლის დროს ვლინდება დაღლილობა, დაბუჟება, ყაბზობა, წონის მატება, დეპრესია.
TSH–ის დონის კონტროლი განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულებში ნაყოფის ჯანსაღი განვითარებისთვის.